Alterbridge University & UN Global Compact
„ESG გზამკვლევი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (SMEs) და მამის შვებულების კვლევის პირველადი მიგნებები“
10 ივნისს, EU Sustainability Navigator-ის სამოქმედო პლატფორმის ფარგლებში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თანამშრომლობით, გაიმართა მესამე სამუშაო შეხვედრა თემაზე: „ESG გზამკვლევი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (SMEs) და მამის შვებულების კვლევის პირველადი მიგნებები“.
შეხვედრა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნინო კვანტრიშვილმა გახსნა და მონაწილეებს აკადემიის პლატფორმა გააცნო, სადაც ბიზნესისთვის მდგრადობასთან დაკავშირებული უფასო კურსები და ინსტრუმენტებია ხელმისაწვდომი.
ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მენეჯერმა, აკაკი კუხალეიშვილმა, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის განკუთვნილი ESG გზამკვლევი წარადგინა და მისი დანერგვის ეტაპებზე ისაუბრა.
შეხვედრის მეორე ნაწილი ESG-ის სოციალური მიმართულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს — საქართველოში მამის შვებულებისა და ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკას დაეთმო.
UNFPA-ის გენდერის სპეციალისტმა, ეთერ ნოღაიდელმა, და მკვლევარმა, ნანა ჭაბუკიანმა, კვლევის — „მამობა, ზრუნვის შრომა და შვებულება საქართველოში“ — პირველადი მიგნებები წარმოადგინეს.
ESG-ის დანერგვის გამოცდილება დამსწრეებს ქსელის წევრმა კომპანიებმაც გაუზიარეს. მათ შორის, Kudos Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე მარგიშვილმა, ESG-ის მნიშვნელობასა და მის პრაქტიკულ დანერგვაზე ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხისა და მონაწილეებს შორის ხედვების გაზიარების სესიით დასრულდა.

მდგრადი განვითარების მიზნების ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის
18 ივნისს, გაეროს გლობალური შეთანხმების „მდგრადი განვითარების მიზნების ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“ ფარგლებში მეოთხე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებმა დახვეწეს პროტოტიპების შექმნის პროცესი, გამოკვეთეს ზემოქმედების მართვის საფეხურები, ასევე იმუშავეს სავარჯიშოებსა და პროექტის პრეზენტაციებზე.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება.
აქსელერაციის პროგრამა გაეროს გლობალური შეთანხმების მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.

„ღირსეული სამუშაო პრაქტიკაში: თანამშრომლების გადამზადება, უნარების განვითარება და ხელოვნური ინტელექტი“
2026 წლის 14 მაისს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის ფარგლებში, გამართა შეხვედრა თემაზე: „ღირსეული სამუშაო პრაქტიკაში: თანამშრომლების გადამზადება, უნარების განვითარება და ხელოვნური ინტელექტი“.
შეხვედრის მიზანი იყო ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის გავლენის განხილვა სამუშაო გარემოზე, თანამშრომლების უნარების განვითარებასა და ღირსეული სამუშაო პრაქტიკებზე.
ღონისძიება გახსნა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნინო კვანტრიშვილმა, რომელმაც ისაუბრა პლატფორმის მნიშვნელობასა და თანამედროვე სამუშაო გარემოში კერძო სექტორის როლზე.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მენეჯერმა, აკაკი კუხალეიშვილმა, წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: „AI და ღირსეული შრომა: მომავლის პერსპექტივები“. მან აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური განვითარება თანხვედრაში უნდა იყოს ადამიანის უფლებებთან და არ უნდა აზიანებდეს ღირსეული შრომის პრინციპებს.
Cellfie Mobile-ის პერსონალის მართვისა და კორპორაციული კულტურის დირექტორმა, ლელა სალაყაიამ, AI ტრანსფორმაციასა და ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომებზე ისაუბრა. მისი თქმით, ტექნოლოგიური ცვლილებების ცენტრში კვლავ ადამიანი უნდა დარჩეს, ხელოვნური ინტელექტი კი განვითარების მხარდამჭერ ინსტრუმენტად იქცეს.
IT Academy STEP-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, მაკა მახათაძემ, ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის თანაარსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მომავლის სამუშაო გარემოში ადამიანური ღირებულებების შენარჩუნება უმთავრეს გამოწვევად რჩება.
დისკუსიის ფარგლებში, კომპანიების წარმომადგენლებმა საკუთარი გამოცდილება გააზიარეს და მონაწილეებთან ერთად სამუშაო გარემოსა და თანამშრომელთა განვითარებაზე AI-ის გავლენის საკითხები განიხილეს.
შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეები არიან კომპანიები Cellfie Mobile და IT Academy STEP, ხოლო პლატფორმის სპონსორია Georgian Packaging.

“ESG და მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) მზადყოფნა ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისთვის”
5 მაისს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა თემაზე – „ESG და მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) მზადყოფნა ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისთვის“.
მონაწილეებმა განიხილეს, როგორ განსაზღვრავს ESG მოთხოვნები, კლიმატური რისკები და მდგრადობის სტანდარტების დანერგვა კომპანიების შესაძლებლობას ევროკავშირის ბაზრებზე შესვლისა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების კუთხით.
კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაბამისი ინფორმაცია და გამოცდილება გაუზიარეს Danish Industry-ის მრჩეველმა სინე სორენსენმა, Mannpfei Sourcing-ის დამფუძნებლებმა მიშელ ფაიფერმა და ლინეა დეკმანმა, Cosmo-ს ექსპორტის მენეჯერმა გიორგი კოჭლამაზაშვილმა, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მენეჯერმა აკაკი კუხალეიშვილმა და გარემოს დაცვის მენეჯერმა გიორგი ბერეჩიკიძემ.
მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეუძლიათ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, უკეთ მოემზადონ ექსპორტისთვის— შიდა სისტემების გაუმჯობესებით, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფითა და ESG-ის ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრაციით.
რეალური მაგალითები და გაზიარებული გამოცდილება მონაწილეებს დაეხმარა, მკაფიოდ დაენახათ შესაბამისობასთან დაკავშირებული გამოწვევები და საფუძველი ჩაეყარათ გრძელვადიანი პარტნიორობებისთვის.

“მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური სამუშაო გარემო (DEI): ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა”
28 აპრილს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, EU Sustainability Navigator-ის სამოქმედო პლატფორმის ფარგლებში, გამართა შეხვედრა თემაზე – „მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური სამუშაო გარემო (DEI): ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა“.
ღონისძიების მიზანი იყო ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციის პროცესში DEI პრინციპების მნიშვნელობის ხაზგასმა და წარმოჩენა, თუ როგორ ზრდის ინკლუზიური პოლიტიკა კომპანიის რეპუტაციასა და კონკურენტუნარიანობას.
ღონისძიება გახსნა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნინო კვანტრიშვილმა, რომელმაც ისაუბრა პლატფორმის მნიშვნელობასა და კერძო სექტორის როლზე ინკლუზიური სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებაში.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მენეჯერმა, აკაკი კუხალეიშვილმა, წარადგინა პრეზენტაცია DEI-ის მნიშვნელობაზე თანამედროვე ბიზნესში. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ინკლუზიური პრაქტიკების დანერგვა როგორც ადამიანის უფლებების დაცვას, ისე ბიზნესის მდგრად განვითარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაძლიერებას.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კომპანიების გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას. მონაწილეებმა მოისმინეს re:school-ის დამფუძნებლის, სალომე მგელაძის, „ელიტ ელექტრონიქსის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის დირექტორის, ირინა ხატიაშვილის, „ლიბერთი ბანკის“ მომხმარებელთა გამოცდილების მიმართულების ხელმძღვანელის, ნინო ბერიძის და Kudos Georgia-ს გენერალური დირექტორის, ალექსანდრე მარგიშვილის პრეზენტაციები.
მომხსენებლებმა ისაუბრეს საკუთარ ორგანიზაციებში DEI-ის დანერგვის პროცესზე, მიღებულ შედეგებსა და გამოწვევებზე. დისკუსიის დასასრულს, მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარებათ სამუშაო გარემოში ინკლუზიური სტანდარტების ეფექტიანად ინტეგრირებასა და ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.

“მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ხელშეწყობა: ESG თემების გარე კომუნიკაცია – დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ადვოკატირება და კოლექტიური ქმედება“
21 აპრილს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ტრანსფორმაციული მმართველობის სამოქმედო პლატფორმის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა თემაზე – “მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ხელშეწყობა: ESG თემების გარე კომუნიკაცია – დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ადვოკატირება და კოლექტიური ქმედება“.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სალომე მაკარიძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის კომუნიკაციებისა და პროექტების დირექტორი; ნანა ბერძენიშვილი, კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელი; ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის მარკეტინგის დირექტორი; და სოფო ქაშაკაშვილი, რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
სპიკერებმა გააზიარეს პრაქტიკული გამოცდილება, თუ როგორ ახორციელებენ მათი ორგანიზაციები ESG თემების გარე კომუნიკაციას, მათ შორის ღირებულებათა ჯაჭვის პარტნიორებთან, მომხმარებლებთან და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ჩართულობას, ასევე, ისაუბრეს სექტორული მასშტაბით მდგრადობის სტანდარტების ჩამოყალიბებაში თავიანთ როლზე.
დისკუსიის ფარგლებში ასევე გამოიკვეთა ESG თემების გარე კომუნიკაციასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები, მათ შორის, დაინტერესებული მხარეების მოლოდინების მართვა, სანდოობის უზრუნველყოფა და კომუნიკაციის რეალურ ბიზნეს პრაქტიკებთან თანხვედრა.
მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის, კოლექტიური ქმედებისა და პარტნიორობების მნიშვნელობას სისტემური მდგრადობის გამოწვევების დაძლევასა და მმართველობის ეკოსისტემის გაძლიერებაში.
შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ESG თემების ეფექტიანი გარე კომუნიკაცია წარმოადგენს ნდობის გაძლიერების, გამჭვირვალობის ამაღლებისა და ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში ბიზნესის როლის განმტკიცების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რაც შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-16 მიზანს.
„მდგრადი განვითარების მიზნების ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“
16 აპრილს გაეროს გლობალური შეთანხმების „მდგრადი განვითარების მიზნების ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“ ფარგლებში, მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებმა გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
მიმდინარე წელს პროგრამაში მონაწილეობას იღებენ შემდეგი კომპანიების წარმომადგენლები: Start – Business Solutions, Kudos Georgia, International Corporation ICR, Majid Al Futtaim Hypermarkets Georgia (Carrefour), Aptos, Hilton Garden Inn Tbilisi Riverview, Thermorum, IT Academy STEP, WEFORWARD, Nutrimax, RMG Copper, Alterbridge University, EY, Georgian Farmers` Association, Bank of Georgia, and Aversi-Pharma.

„SDG Innovation აქსელერატორი ახალგაზრდა ინოვატორებისთვის“ გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელი წევრებისთვის შექმნილი პროგრამაა.
პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდა პროფესიონალებს ბიზნეს ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტურად დანერგვაში.
SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება.
აქსელერაციის პროგრამა გაეროს გლობალური შეთანხმების მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის — „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.
‘’ცირკულარული ეკონომიკის დანერგვა გენდერული ასპექტების გათვალისწინებით’’.
18 მარტს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, ცირკულარული ეკონომიკის სამოქმედო პლატფორმის ფარგლებში, გამართა შეხვედრა თემაზე – ‘’ცირკულარული ეკონომიკის დანერგვა გენდერული ასპექტების გათვალისწინებით’’.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერის მრჩეველმა, ანა ლობჟანიძემ შეხვედრის მონაწილეებს ცირკულარული ეკონომიკის პოლიტიკასა და პროგრამებში გენდერული ასპექტების ინტეგრირების საერთაშორისო პრაქტიკა გააცნო.
პარკი არ მინდა-ს გენერალურმა მენეჯერმა, ტატიანა რემნევამ ნარჩენების ღირებულებად გარდაქმნის მიმართულებით, კერძო სექტორის პრაქტიკაზე ისაუბრა.

Georgian Packaging-ის გენერალურმა მენეჯერმა, ვერონიკა გოგოხიამ – წარმოებაში სამუშაო ძალის მრავალფეროვნებასა და გენდერულ ინკლუზიაზე გაამახვილა ყურადღება.
კომპანიის გამოცდილება გააცნო მონაწილეებს Ecobrands Georgia-ს დირექტორმა, ნათია ჭინჭარაულმა.
პრეზენტაციების შემდეგ, გაიმართა კითხვა-პასუხის სესიაც. დისკუსია შეეხო როგორც საერთაშორისო და კერძო სექტორის გამოცდილებას, ისე სამუშაო ძალის მრავალფეროვნებასა და პრაქტიკულ შესაძლებლობებს, რაც ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვას უფრო სამართლიანსა და ეფექტიანს გახდის.
ქართული
English
