ღია კარის დღე ალტერბრიჯში
ღია კარის დღე ალტერბრიჯში!
11 აპრილს, ალტერბრიჯს #აბიტურიენტები ესტუმრნენ.
უნივერსიტეტის რექტორი, საბაკალავრო პროგრამების ავტორები, საერთაშორისო გაცვლითი პროექტების ხელმძღვანელი, სტუდენტები და სტუდენტური თვითმმართველობა სიხარულით შეხვდა თითოეულ მათგანს.
შეხვედრაზე აბიტურიენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია და სასარგებლო რჩევები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. პროგრამების ხელმძღვანელებმა აბიტურიენტებს გააცნეს ფსიქოლოგიის, მასობრივი კომუნიკაციის და ბიზნესის ადმინისტრირების (ENG) საბაკალავრო პროგრამები, ესაუბრნენ სწავლების თანამედროვე მეთოდებზე და გაუზიარეს სტუდენტებს პრაქტიკული კომპონენტის მნიშვნელობა სასწავლო პროცესში.
ძვირფასო აბიტურიენტებო, გელით ალტერბრიჯის ულტრათანამედროვე და ალტერშესაძლებლობებით სავსე სივრცეში!