განათლების ონლაინ ფორუმი
მართვისა და კომუნიკაციების სასწავლო უნივერსიტეტმა “ალტერბრიჯმა” მონაწილეობა მიიღო 5 თებერვალს გამართულ განათლების ონლაინ ფორუმში: ,,სწორი არჩევანი”. ღონისძიება “კარიერული განვითარების ცენტრის” ორგანიზებით გაიმართა.
ალტერბრიჯის რექტორმა, ნათია გოცაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო სამაგისტრო პროგრამა “სტრატეგიული კომუნიკაციების” მიმართულებით. შეხვედრა ინტერაქციის რეჟიმში წარიმართა. დაინტერესებულმა პირებმა დასვეს შეკითხვები თემის გარშემო და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს უნივერსიტეტის წარმომადგენლისგან.