გამოიცა ალტერბრიჯის სამეცნიერო კონფერენციის ელექტრონული კრებული
ალტერბრიჯის კვლევითი საქმიანობის ცენტრის ორგანიზებით მომზადდა გაზაფხულზე ალტერბრიჯში ჩატარებული სამეცნიერო კონფერენციის ”სტრატეგიული კომუნიკაცია დღეს: არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები” (2021 წლის 19-20 მარტი) ელექტრონული კრებული, სადაც წარმოდგენილია კონფერენციაში მონაწილე მომხსენებლების სამეცნიერო ნაშრომები. კრებულში წარმოდგენილია სტატიები კონფერენციის სექციების მიხედვით შემდეგი მიმართულებებით: სოციალური მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, განათლება, სამართალმცოდნეობა, ჰუმანიტარული მეცნიერებები.
კრებულში ნახავთ ალტერბრიჯის აკადემიური პერსონალის სტატიებს, მათ შორის ალტერბრიჯის ვიცე რექტორის სტრატეგიული მიმართულებით, აფილირებული ასოცირებული პროფესორის მაკო ჯაოშვილის სტატიას – “პოლიტიკური კომუნიკაცია – ხიდი მთავრობასა და საზოგადოებას შორის“, ნინო წითლანაძის სტატიას – “რბილი უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელობა და უპირატესობა შემოქმედებით ინდუსტრიებში” და ლელა აბდუშელიშვილის სტატიას – “ამბის თხრობა, როგორც პოზიტიური მართვის მეთოდი თანამედროვე ორგანიზაციებში”.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/37dSSJt