ალტერბრიჯი სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს ევროპის მასშტაბით. უნივერსიტეტი დაფუძნების დღიდან აქტიურად მუშაობს სასწავლო პროგრამების და სწავლების ინტერნაციონალიზაციის განვითარებისთვის, რათა მაქსიმალურად მრავალფეროვანი თემატიკის საერთაშორისო პროგრამები და გაცვლითი პროექტები შესთავაზობს სტუდენტებს.

ფორმალური და არაფორმალური განათლების გაცვლით პროექტებში სტუდენტების ჩართულობა ხელს უწყობს გლობალური დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროფესიონალების ფორმირებას. სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, საერთაშორისო კავშირებს მომავალი კარიერული წარმატებისთვის.

2020 წლის 22 დეკემბერს, ალტერბრიჯის მაგისტრებისთვის მასტერკლასი USAID Georgia Human and Institutional Capacity Development (HICD 2020) კონსულტანტმა, კლაუს ვიტკუნმა ჩაატარა მასტერკლასი თემაზე: ბიზნეს ეთიკის მართვა. შეხვედრის ფარგლებში მიმოხილულ იქნა ორგანიზაციაში ონლაინ რეჟიმში პროცესების მართვის საკითხი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგალითზე.

2022 წლის თებერვალში, Erasmus+ გაცვლითი პროექტის: „Stay SAFE – Digital Citizenship” ფარგლებში, ალტერბრიჯის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი და ადმინისტრაციული პერსონალი რუმინეთში იმყოფებოდნენ. პროექტი მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას შემდეგ თემებზე: ციფრული მოქალაქეობა, ციფრული ტექნოლოგიების მოხმარების რისკები ინტერნეტ სივრცეში, სოც. მედია სწორი კომუნიკაციის წარმართვა.

2022 წლის თებერვალში სომხეთის დედაქალაქ ერევანში „ქართული კულტურის დღეები“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ალტერბრიჯის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. პროგრამა  ქართული ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

2022 წლის მარტში, ესპანეთში ჩატარდა ,,მურსიის სტუდენტური ფესტივალი”, რომელშიც  მონაწილეობა მიიღო ალტერბრიჯის მაგისტრანტმა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია შემდგომი კარიერული განვითარებისთვის ინტერპერსონალური უნარების გაუმჯობესების მიმართულებით.

2022 წლის აპრილში უნივერსიტეტ ალტერბრიჯში „EU4Youth Alumni Network“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგ-მასტერკლასი: ,,მეტი ევროპა, მეტი შესაძლებლობებისთვის”, სადაც მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია, რჩევები, რეკომენდაციები ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში სტუდენტების ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ.

2022 წლის მაისში,  Erasmus+ მოკლევადიანი გაცვლითი პროექტის Mind Your ROOTS! ფარგლებში იტალიაში, ნეაპოლში ალტერბრიჯის ადმინისტრაცია და სტუდენტები გაემგზავრნენ.

2022 წლის 4 ივნისს, ალტერბრიჯის საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ესპანეთში, მონაწილეობა მიიღო “Erasmus+”-ის მიერ ორგანიზებულ პროექტში: “Social Inclusion & Gender Mainstreaming”.

2022 წლის 5 ივნისს, ალტერბრიჯსა და ევროპის სტუდენტური აზროვნების ცენტრს შორის – European Student Think Tank გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც #ალტერბრიჯი და #EST განახორციელებენ ერთობლივ მასშტაბურ პროექტებს, რაც ასევე გულისხმობს გაცვლით პროგრამებსა და საერთაშორისო დონის აქტივობებში ჩართულობას.

Erasmus+ მოკლევადიანი გაცვლითი პროექტის: Social Inclusion & Gender Mainstreaming for All, ფარგლებში, 2022 წლის 5-13 ივნისს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ორმა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ტრენინგ კურსში, რომელიც ქალაქ მოლინაში, ესპანეთში გაიმართა.

2022 წლის 22 ივნისს, უნივესიტეტ ალტერბრიჯსა და ყაზახეთის საჯარო სამსახურის ბიუროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს ალტერბრიჯის ჩართულობას საერთაშორისო პროექტებში, რაც, ამავდროულად, პრიორიტეტულია სტუდენტების კარიერული განვითარებისთვისა და მათი საქმიანობის სწორად წარმართვაში, საჯარო თუ კერძო უწყებებში დასაქმებისას.

2022 წლის 25 ივლისს, ალტერბრიჯსა და შტაინბაისის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

2022 წლის 24 სექტემბერს, ალტერბრიჯის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა მონაწილეობდა Erasmus+ AIR&WATER – პროექტში.

2022 წლის 18 ოქტომბერს, უნივერსიტეტ ალტერბრიჯს ჩეხეთის ცენტრის დირექტორი – ივანა ბურსიკოვა ეწვია, რომელსაც უმასპინძლეს უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის პროგრამის ხელძღვანელებმა და ადმინისტრაციის მენეჯერმა.

შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს ერთობლივი, მიზნობრივი პროექტები და იმსჯელეს მათი განხორციელების გზებზე.

2022 წლის 24 ოქტომბერს, უნივერსიტეტმა ალტერბრიჯმა უმასპინძლა შტაინბაისის უნივერსიტეტის CEO-ს,  პროფესორ სტეფანი ქისგენისა და ამავე უნივერსიტეტის კვლევებისა და სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორ გია ხუბუას.

2022 წლის 13-21 დეკემბერს, ალტერბრიჯის წარმომადგენლებმა Erasmus+ მოკლევადიან გაცვლით პროექტში “Greenovators Impact Lab”-ში მიიღეს მონაწილეობა.

2023 წელს, ალტერბრიჯის სტუდენტი, საერთაშორისო, ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამით Time2Act იმყოფებოდა პორტუგალიაში, სადაც მიიღო მრავალფეროვანი გამოცდილება კრიტიკული აზროვნების, საჯარო გამოსვლისა და კომუნიკაციის მიმართულებით.

2023 წლის მარტში, Erasmus+ გაცვლითი პროექტის – Peacebuilding Youth Mindfulness ფარგლებში ალტერბრიჯის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენელი პორტუგალიაში,  ქალაქ შავიშში იმყოფებოდნენ.

2023 წლის 19-27 დეკემბერს Erasmus+ მოკლევადიანი გაცვლითი პროექტის: “Environmental Protection – Sustainable Development”-ის ფარგლებში, ალტერბრიჯის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და სტუდენტი იტალიაში, პალერმოში გაემგზავრნენ.

 

2026 წლის იანვარში, პროექტის – AI and Cybersecurity in Youth Work  ფარგლებში, ალტერბრიჯის სტუდენტი გაემგზავრა პოლონეთში. პროექტი მიზნად ისახავდა ციფრული წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების როლის გაძლიერებას ახალგაზრდულ საქმიანობაში, ასევე, ციფრულ სამყაროში ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენების კულტურის განვითარებას.
2026 წლის თებერვალშიესპანეთში გაიმართულ, Erasmus+ მოკლევადიან გაცვლით პროექტში: Real Warriors 4 Fake News, რომელიც  ახალგაზრდებში მედია წიგნიერების და კრიტიკული აზროვნების გაძლიერებას ემსახურება, მონაწილეობა მიიღო ალტერბრიჯის ერთმა სტუდენტმა.
2026 წლის მარტში, ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებულ პროექტში – Light after Shadow მონაწილეობის მიღების მიზნით, ალტერბრიჯის 2 სტუდენტი გაემგზავრა მალტაზე. პროექტი ახალგაზრდებს აძლევს ინოვაციურ ინსტრუმენტებს კრიტიკული აზროვნებისა და მანიპულაციის წინააღმდეგ მდგრადობის გასაძლიერებლად.