ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეხვედრა
2 აგვისტოს, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ “ალტერბრიჯის” ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაში ჩართული აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეხვედრა გაიმართა.
აქტივობა ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა, კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით.
უნივერსიტეტი ალტერბრიჯი განაგრძობს ფსიქოლოგიის საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციისთვის მოსამზადებელ და წარსადგენ სამუშაოებს. სწორედ აღნიშნული მიზნით ჩატარდა პერსონალის ინტერაქციული შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განიხილეს: პროგრამის სტრუქტურა, შესრულებული და სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაოები.