• უნივერსიტეტის შესახებ
    • ისტორია
    • რექტორის გზავნილი
    • მისია, ხედვა, ღირებულებები
    • სტრატეგიული დოკუმენტები
    • საქმიანობის ანგარიშები
    • სამართლებრივი აქტები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • გალერეა
    • ალტერბრიჯელი Alumni
  • უნივერსიტეტის მართვა
    • ორგანიზაციული სქემა
    • რექტორი
    • ვიცე რექტორი
    • აკადემიური საბჭო
    • ადმინისტრაციული პერსონალი
    • აკადემიური პერსონალი
  • პროგრამები
    • საბაკალავრო პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამები
    • მობილობა ალტერბრიჯში
    • გაცვლითი პროგრამები
    • განათლების შემდგომი პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურები
  • აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტებისთვის
    • დაფინანსების შესაძლებლობა
    • პროფორიენტაცია
    • სამაგისტრო კონსპექტები ალტერბრიჯისგან
    • მოემზადე ეროვნული გამოცდებისთვის
    • რა უნდა ვიცოდეთ ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ
    • რატომ უნდა გახდე ალტერბრიჯის სტუდენტი
    • საუნივერსიტეტო სტიპენდიები და შეღავათები
    • სტუდენტური დასაქმება
    • იმიტირებული ეროვნული გამოცდები იწყება!
  • სტუდენტური ცხოვრება
    • აკადემიური კალენდარი
    • სტუდენტური თვითმმართველობა/ბრიჯული სისტემა
    • ბიბლიოთეკა
    • სტუდენტური აქტივობა
    • კარიერული განვითარება
    • ბლოგი
  • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
    • საერთაშორისო პროექტები
    • გაცვლითი პროგრამები და საერთაშორისო აქტივობები
    • ERASMUS +
  • კვლევითი ცენტრი
    • დოკუმენტები
    • სამეცნიერო კონფერენცია
    • ჟურნალი
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • სამეცნიერო ჟურნალი
    • ჟურნალის კონცეფცია
    • ჟურნალის შესახებ
    • რედაქცია
    • ავტორებისთვის
    • შეფასების სისტემა
    • გამოცემები
kaქართული
  • kaქართული
  • enEnglish
3D ტური
  • EnglishEnglish
  • კონტაქტი
  • ბიბლიოთეკა

კალათა

  • 3D ტური
  • გალერეა
    • ინტერიერი/ექსტერიერი
    • სტუდენტური ცხოვრება
    • ღონისძიებები
  • ჩემი ალტერბრიჯი
ალტერბრიჯიალტერბრიჯი

უნივერსიტეტის შესახებ

უნივერსიტეტი ალტერბრიჯი
  • ისტორია
  • რექტორის გზავნილი
  • მისია, ხედვა, ღირებულებები
  • სტრატეგიული დოკუმენტები
  • საქმიანობის ანგარიშები
  • სამართლებრივი აქტები
  • პარტნიორი ორგანიზაციები
  • გალერეა
  • ალტერბრიჯელი Alumni

პროგრამები

სასწავლო პროგრამები

საერთაშორისო ურთიერთობები

  • საერთაშორისო პროექტები
  • საერთაშორისო სტუდენტები
  • საერთაშორისო პარტნიორები
  • ინტერნაციონალიზაცია
  • გაცვლითი პროგრამები და საერთაშორისო აქტივობები

ტრენინგ ცენტრი

კურსები და ტრენინგები

ბლოგი

  • მთავარი
  • Blog
  • ბლოგი
  • ესეების კონკურსი: “ჩემი პროფესია” #ალტერბრიჯიაბიტურიენტებისთვის

ესეების კონკურსი: “ჩემი პროფესია” #ალტერბრიჯიაბიტურიენტებისთვის

  • კატეგორია ბლოგი, სიახლეები
  • თარიღი იანვარი 31, 2023

უნივერსიტეტ ალტერბრიჯის  ესეების კონკურსის – “მე ფსიქოლოგი” გამარჯვებულისა და პირველი ადგილის მფლობელი კონკურსანტის ნამუშევარი:

ქ.თბილისის N45-ე საჯარო სკოლის, 12-ე კლასის მოსწავლე

მარიამ გაბოძე

„ჩემი პროფესია“ („მე ფსიქოლოგი“)

ჩვენ არ ვიბადებით რაიმე პროფესიით. ვიბადებით, რომ ვიცხოვროთ, ვცხოვრობთ, რადგან ვისწავლოთ, გავიგოთ და შევიმეცნოთ, თუ სად არის ჩვენი ადგილი. ვაკეთოთ ის, რაც გვიყვარს და გვიყვარდეს ის, რასაც ვაკეთებთ.
რატომ პროფესია ფსიქოლოგი?! ამის დაკონკრეტებას ოდნავ განვავრცობ. საპასუხისმგებლო, სპეციფიკური და საფრთხილოა ისაუბრო ადამიანის მენტალური ჯანმრთელობის გარშემო.
ყოველდღიურად, როდესაც გავდივარ გარეთ, ვმგზავრობ მეტროთი ან ავტობუსით, ბევრ საინტერესო მრავალფეროვნებას ვამჩნევ. ვუყურებ ადამიანებს და ვგრძნობ, რამდენად დიდი
ისტორიაა თითოეულ მათგანის მიღმა. ვხედავ დაღლილ თვალებს, მომღიმარ
სახეს, დაკოჟრილ ხელებს, ღამენათევ დედას, ჩაბღაუჭებულს თავის
პატარაზე, რომელიც თავის დაძვრენას ცდილობს.

ეს მგზავრთა დახასიათება კი არა, პასუხია იმის შესახებ თუ რატომ „მე – ფსიქოლოგი“. ვფიქრობ, ადამიანები ხანდახან ძალიან ზედაპირულები ვართ, შესაბამისად ზედაპირულად
აღვიქვამთ ერთმანეთსა და კონკრეტულ საკითხებს. სახლში, სამსახურიდან გვიან
დაბრუნებულ მშობელს ელოდება შვილი, რომელიც მთელი დღეა ითმენს მას
აჩვენოს ნახატი, რომელიც ბაღში, სკოლაში ან სახლში დახატა. მამას, რომელსაც
ბავშვობაში გამოვლილმა გაჭირვებამ მწარედ დაამახსოვრა, რომ მატერიალური
სიძლიერე აუცილებელია, რადგან შვილებმაც იგივე სიმძიმე არ გამოსცადონ.
დავიწყებია ის, რომ ყველაზე მთავარს აყოვნებს – შვილის ენთუზიაზმს.
რამდენადაც დიდია ბავშვის ენთუზიაზმი, იმდენად მალე შეგიძლია ჩაკლა მასში
ის.

რატომ არსებობენ ფსიქოლოგები, თუნდაც ერთ-ერთ მიზეზს გეტყვით, იმიტომ
არა, რომ გვასწავლოს, როგორ აღზარდო შვილი, როგორ იყო საუკეთესო ცოლი, ქმარი
ან დედა?! არა! იმიტომ რომ შეგახსენოს, რომ შენი ტრავმები გვერდით გადადო და ბავშვს დაელაპარაკო, ჰკითხო როგორი დღე ჰქონდა, რაიმე აწუხებს თუ უბრალოდ შენი ჩახუტებიდან მოპოვებული კომფორტი დააკმაყოფილებდა. მე, როგორც ფსიქოლოგი, ვიზიარებ დედის ყურადღებას მოკლებული შვილის დარდს, ომში უამრავ უბედურება გამოვლილი ვეტერანის სტრესს, დეპრესიისგან შეპყრობილი თინეიჯერისა თუ შვილმკვდარი დედის ტკივილს. ერთია ხედავდე, მეორეა იზიარებდე, გრძნობდე და იაზრებდე როგორია შიში იმისა, რომ ყოველივე ამ სასტიკთან მარტო დარჩები. სწორედ ამის ექიმია ფსიქოლოგი, ადამიანი ვინც მიგითითებს, რომ მარტო არ ხარ, რომ მუდამ გყავს ერთგული მსმენელი. ადამიანის არსებობა ვინც, არც პოლიტიკური, არც ეთნიკური და საერთოდ არაფრის გამო არ იქნება შენთან მიმართებაში მიკერძოებული. ადამიანი, რომელიც შენს ტკივილს აბუჩად არ აიგდებს და შენი მონაყოლიდან არ შეიქმნის გონებაში ტრაგი-კომიკურ დრამას.

გასულ წელს, ჩემმა ბავშვობის მეგობარმა ჩამოიხრჩო თავი. ასე მეგონა ცრემლები ხელით მეჭირა, ვაკავებდი და საკუთარ სიძლიერედ ვაქცევდი. საკუთარი ეგო, სხვების გამხნევებით
დავიმშვიდე. აღარ ისმოდა მისი ამოძახილი რომელიც გლოვისა და დარდისაკენ
მიბიძგებდა. არაფერი იყო იმაზე მძიმე სანახავი როგორც აცრემლებული ჭირისუფლის თვალები, რომლებიც ჩემსკენ მოიმართა მას შემდეგ, რაც გაყინულ ხელზე შევეხე და ვუთხარი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. იმ მომენტში შვილს ვეღარავინ გაუცოცხლებდა, სიცარიელეს ვერავინ შეუვსებდა მაგრამ იყო გზა, თანაგრძნობა. განა რა არის ოჯახი, გვარი, საზოგადოება, კაცობრიობა ან ერი? ყოველივე ამას ჩვენ თავად არ ვქმნით? ჩვენი ერთობით?
სწორედ ამ ერთობას გრძნობს ადამიანი, გრძნობს რომ მარტო არ არის, მაშინ როდესაც ყავს დამლაპარაკებელი. სწორედ ასეთი სიტუაციების ფონზე ვხვდები, თუ რაოდენ ძლიერია ჩემში ადამიანების დახმარების სურვილი, რომ რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს ჩემი დარდის სიმძიმე, ყოველთვის სიამოვნებით შემიძლია დროებით გადავდო და გავიზიარო ადამიანის, რომელსაც ჩემი შველა სჭირდება. და მაინც, ვინ არის ფსიქოლოგი?! შესაძლოა ბოლომდე ვერ გამოაჯანმრთელო, მაგრამ დააჯერო, რომ ვიღაცამ, როგორც იქნა მოუსმინა და
გაიზიარა მისი განცდა. მიუკერძოებლობა ერთერთი მთავარი მახასიათებელია ფსიქოლოგისთვის. საუბრის და კომუნიკაციის ნაკლებობა – აი ამას ავსებს ამ პროფესიის ადამიანი. როდესაც ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან საუბრის სიმცირე გაქვთ, თითქოს მდინარე რომ გუბდება, იტევს და ბოლოს გადმოდის ასეა დაგროვილი
დარდიც. გაცრუებული იმედი, დაკარგული ნდობა, გატეხილი სიტყვა.

მე ვერც ერთ გატეხილ სიტყვას ვერ გაგიმთელებ, თუმცა შეგიცვლი წარმოდგენას იმის შესახებ, რომ ცხოვრება შეიცვლება, თუ შენ განწყობას შეიცვლი. ადამიანს ხანდახან ფიზიკურ საზრდოზე მეტად სჭირდება სიტყვა, რომელსაც მიაწვდი, ამბავი, რომელსაც მოუყვები, რომ ის არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც გაიზარდოს. არ ვაპირებ ჭკუა დაგარიგო, არც იმას ვაპირებ რამეზე მიგითითო, მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ სწორი მიმართულება მოგცე.
შეგახსენო ადამიანური ღირებულებები, რომელსაც ფიზიკური შიმშილის გრძნობა
გიფარავს. პროფესია ფსიქოლოგი არის არა „გიჟების ექიმი,“ არამედ განწყობის ექიმი, შენი ქაოსის ანტიდოტი, მაშინ როდესაც გარემოსგან გაქცევა და უბრალოდ მომსმენი გჭირდება. ამ დროს ხვდები, რომ შენში დაგროვილი ემოცია, გრძნობები თავისუფლად იტრიალებს.
საუბარი გამიგრძელდა, თუმცა ეს არაა მხოლოდ საკონკურსო თემა, არამედ ჩემი თვალით დანახული რეალობაა რაღაცის შეცვლის, გამოსწორების იმედად რომ დავწერე. გასაგებია, რომ განწყობის თეორიას არ ვკითხულობთ, მაგრამ სიყვარულს და ყურადღებას თეორია არ
სჭირდება, ჩვენშია და უნდა გამოვაღვიძოთ, გამოვიყენოთ, რადგან თავი მარტოდ აღარ ვიგრძნოთ.

მე, როგორც მომავალი ფსიქოლოგი, მარიამ გაბოძე ვთვლი, რომ თითო ჩემ მიერ მოყვანილი მაგალითი, ეხება თითო ადამიანის პრობლემას, რომელსაც ხმამაღლა წარმოთქმა სურს, მაგრამ სწორი მსმენელი არ ყავს.

ფსიქოლოგები ემოციებისა და გრძნობების ექიმები არიან. ისინი არც კანონზე დაყრდნობით გამოგიტანენ განაჩენს და არც დაგსჯიან იმის გამო, რასაც განიცდი, ნანობ, რაც გიყვარს ან არ გიყვარს. თქვენ მთხოვეთ ადეკვატური, კონკრეტული და თავისუფალი ვყოფილიყავი. ეს ფურცლები იყოს დასტური იმის, რომ ჩემი გული და გონება თავისუფლებამ და რეალურობამ
მოიცვა და ისე დავწერე ყოველივე ეს.

  • გააზიარე:
ავტორი ავატარი
alterbridge university

წინა სიახლე

ალტერსტუმარი - საბა ხერგიანი და ტრენინგი თემაზე: "პერსონალური განვითარება"
იანვარი 31, 2023

შემდეგი სიახლე

ესეების კონკურსი: "ჩემი პროფესია"
იანვარი 31, 2023

თქვენთვის საინტერესო

B2B გაყიდვების მენტორშიფი – სტრატეგიიდან დახურვამდე
4 სექტემბერი, 2026
🚀 თუ გაქვს ბიზნესი, მუშაობ გაყიდვებში ან გინდა, შენი პროდუქტი და მომსახურება უფრო მეტ კომპანიას მიჰყიდო - ეს ტრენინგი შენთვისაა! B2B გაყიდვებში წარმატება შემთხვევით არ მოდის. მხოლოდ კარგი პროდუქტი საკმარისი …
ტრენინგი
4 სექტემბერი, 2026
🚀 თუ გაქვს ბიზნესი, მუშაობ გაყიდვებში ან გინდა, შენი პროდუქტი და მომსახურება უფრო მეტ კომპანიას მიჰყიდო - ეს ტრენინგი შენთვისაა! B2B გაყიდვებში წარმატება შემთხვევით არ მოდის. მხოლოდ კარგი პროდუქტი საკმარისი …
474044527_580598121516810_113204946160843819_n
ვაკანსია: სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
3 აგვისტო, 2026

ძებნა

კატეგორიები

  • Uncategorized
  • უნივერსიტეტი
  • სიახლეები
  • ღონისძიებები
  • ქვიზები
  • სტუდენტური კლუბები
  • ბლოგი
  • ალტერბრიჯელი Alumni



სახელწოდების არჩევით, უნივერსიტეტი იღებს პასუხისმგებლობას, თავისი საქმიანობით, გახდეს ალტერნატიული დამაკავშირებელი ხიდი მეცნიერებასა და საზოგადოებას, განათლებასა და შრომის ბაზარს შორის და შექმნას ახალი შესაძლებლობები მომავალი თაობების თვითრეალიზაციისათვის ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე.

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ალტერბრიჯის შიდა გრანტი – სტუდენტების დაფინანსება

უნივერსიტეტის შესახებ

  • ისტორია
  • რექტორის გზავნილი
  • მისია, ხედვა, ღირებულებები

მოგვყევით სოციალურ ქსელებში

დაფუძნებულია PR აკადემიის მიერ ვებ-გვერდი დამზადებულია ნუევოს მიერ

  • უნივერსიტეტის შესახებ
    • ისტორია
    • რექტორის გზავნილი
    • მისია, ხედვა, ღირებულებები
    • სტრატეგიული დოკუმენტები
    • საქმიანობის ანგარიშები
    • სამართლებრივი აქტები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • გალერეა
    • ალტერბრიჯელი Alumni
  • უნივერსიტეტის მართვა
    • ორგანიზაციული სქემა
    • რექტორი
    • ვიცე რექტორი
    • აკადემიური საბჭო
    • ადმინისტრაციული პერსონალი
    • აკადემიური პერსონალი
  • პროგრამები
    • საბაკალავრო პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამები
    • მობილობა ალტერბრიჯში
    • გაცვლითი პროგრამები
    • განათლების შემდგომი პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურები
  • აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტებისთვის
    • დაფინანსების შესაძლებლობა
    • პროფორიენტაცია
    • სამაგისტრო კონსპექტები ალტერბრიჯისგან
    • მოემზადე ეროვნული გამოცდებისთვის
    • რა უნდა ვიცოდეთ ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ
    • რატომ უნდა გახდე ალტერბრიჯის სტუდენტი
    • საუნივერსიტეტო სტიპენდიები და შეღავათები
    • სტუდენტური დასაქმება
    • იმიტირებული ეროვნული გამოცდები იწყება!
  • სტუდენტური ცხოვრება
    • აკადემიური კალენდარი
    • სტუდენტური თვითმმართველობა/ბრიჯული სისტემა
    • ბიბლიოთეკა
    • სტუდენტური აქტივობა
    • კარიერული განვითარება
    • ბლოგი
  • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
    • საერთაშორისო პროექტები
    • გაცვლითი პროგრამები და საერთაშორისო აქტივობები
    • ERASMUS +
  • კვლევითი ცენტრი
    • დოკუმენტები
    • სამეცნიერო კონფერენცია
    • ჟურნალი
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • სამეცნიერო ჟურნალი
    • ჟურნალის კონცეფცია
    • ჟურნალის შესახებ
    • რედაქცია
    • ავტორებისთვის
    • შეფასების სისტემა
    • გამოცემები