Erasmus+ არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში. 2021-2027 წლის პროგრამის ბიუჯეტი €26.2 მილიარდი ევროთი განისაზღვრება. Erasmus+ პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნის და დასაქმების დონის ამაღლება, გაცვლითი ტრენინგ პროგრამები და ახალგაზრდებთან მუშაობა. ასევე, სოციალური ჩართულობის, მწვანე და ციფრული განვითარებისა და დემოკრატიულ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა.
პროგრამა გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების და აკადემიური / ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
Erasmus+ იძლევა მობილობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს შემდეგი მიმართულებით:  უმაღლესი განათლება; პროფესიული განათლება;  საშუალო განათლება; ზრდასრულთა განათლება;  ახალგაზრდობა; სპორტი.
უნივერსიტეტი ალტერბრიჯი უმაღლესი განათლების და ახალგაზრდობის მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რათა შემდგომი წლების განმავლობაში კიდევ უფრო მეტი გაცვლითი პროექტი და შესაძლებლობა შესთავაზოს სტუდენტებს.
სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლითი პროექტების და პროგრამებისთვის სტუდენტების შერჩევა ხდება ღია კონკურსის წესით. პერიოდულად სხვადასხვა ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები ტარდება გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებულ სტუდენტებთან დეტალური კონსულტაციებისთვის.
დეტალური ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია აქ: https://erasmus-plus.ec.europa.eu/