ალტერბრიჯელები Erasmus+ გაცვლითი პროგრამით გერმანიაში
უნივერსიტეტ ალტერბრიჯის სტუდენტები: სანდრო ირემაშვილი, მამუკა დარასელია, დაჩი დარჩია და ალექსანდრე ჩიქობავა – Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გერმანიაში, Bad Soden-Salmünster-ში იმყოფებოდნენ.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში, რომელთა მთავარი თემა: ,,ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი პრევენცია” იყო.
Erasmus+ პროგრამა სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, ახალი ცოდნა, გაიცნონ განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებო და დაამყარონ ახალი კავშირები.
ალტერბრიჯი მუდმივად ქმნის შესაძლებლობებს, რომ სტუდენტებმა პროფესიული და პიროვნული უნარები უნივერსიტეტისა და ქვეყნის საზღვრებს მიღმაც განავითარონ.
ქართული
English
