შპს „მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯს“ განსაზღვრული აქვს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნები ჩატარების წესი, რომლის მიხედვითაც:

  1. უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა შედგება 2 წლის ვადით არჩეული 9 დელეგატისაგან.
  2. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების თარიღს ნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი და ამტკიცებს არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარ საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისია კომპლექტდება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან.
  3. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთის სტუდენტები ქმნიან მინიმუმ 12 კაციან სტუდენტურ ჯგუფს.
  4.  სტუდენტური ჯგუფის მიერ შემუშავებულ სიაში წარმოდგენილი უნდა იყვნენ უნივერსიტეტში არსებული პროგრამიბის მინიმუმ 3 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი. საარჩევნო სიებს ამტკიცებს საარჩევნო კომისია.
  5. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება თუ მასში მონაწილეობა მიიღო აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა 1/3-ზე მეტმა.
  6. დელეგატის სტატუსი ენიჭება არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტური ჯგუფის სიის პირველ 9 სტუდენტს.
  7.  ახალდარჩეული სტუდენტური თვითმმართველობა საკუთარი შემადგენლობიდან ხმების 2/3 -ით ირჩევს თვითმმართველობის პრეზიდენტს.
  8.  უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სრული შემადგენლობის 2/3 – ით ამტკიცებს თვითმმართველობის დებულებას.
  9.  სტუდენტური თვითმმართველობის შემდგომი არჩევნები ტარდება თვითმმართველობის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.