მარიამ დარბაიძე - ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი

ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი მარიამ დარბაიძე – დოქტორი, პროფესორი

გამოცდილება: საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობის 25 წლიანი გამოცდილება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.სამოქალაქო და სამხედრო განათლებაში. გამოცდილება საექსპერტო საქმიანობაში, ავტორიზაცია/აკრედიტაციის ექსპერტის რანგში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე (2019 წელი). აკადემიური საქმიანობა-პროფესორი მსოფლიო ნეირომორფოლოგთა კავშირის წევრი. მსოფლიო სამხედრო სკოლების კონსორციუმის წევრი. სამეცნიერო სტატიების, სახელმძღვანელოს, გაიდლაინების ავტორი. ლოკალური და საერთაშორისო პროექტების ავტორი, მენეჯერი, მონაწილე. ფონდი საქმიანი ქალები ქველმოქმედებისათვის, საპატიო წევრი. ღირსების ორდენის კავალერი 2013 წელი.

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ყოველდღიურად ახალი გამოგონების მომსწრე ვხდებით. ის, რაც დღეს აქტუალურია, შესაძლოა ხვალ უკვე ტრადიციულად ჩაითვალოს. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაცია და ინოვაციურ მიდგომებზე მუშაობაა. სწორედ ეს არის ჩვენ მიზანი, მოვერგოთ სიახლეებს და გავუზიაროთ სტუდენტებს ცოდნა ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი გზით. ამ მიზნის მიღწევის პროცესში, ხარისხის კონტროლი სწორედ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი ფუნქციაა. ჩვენი ვზრუნავთ ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც სტუდენტები საკუთარი ცხოვრების საუკეთესო პერიოდს გაატარებენ.

კეთილი სურვილებით
პროფესორი მარიამ დარბაიძე