ელექტრონული სამეცნიერო რეცენზირებადი ჟურნალის „თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები“ მე-3 გამოცემა
მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ალტერბრიჯი“ აცხადებს სტატიების მიღებას ელექტრონული სამეცნიერო რეცენზირებადი ჟურნალის „თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები“ მე-3 გამოცემისთვის.
სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება შეუძლია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, კვლევითი ცენტრების/ინსტიტუტების აკადემიურ პერსონალს, მკვლევარს და ახალგაზრდა მეცნიერებს, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე უცხოეთიდან, შემდეგი მიმართულებებით:
სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები
განათლების მიმართულება
ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირება
სამართალმცოდნეობა
სტატიები დაიბეჭდება სფეროს კომპეტენტური სპეციალისტების რეცენზიის საფუძველზე.
საავტორო უფლებები გამოქვეყნებულ ნაშრომზე ეკუთვნის ავტორს/თანაავტორებს.
ალტერბიჯის სამეცნიერო ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება უფასოა.
სტატიის შესრულების წესებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://bit.ly/3pfRSN0
ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია ელ-ფოსტაზე: s.vasadze@alterbridge.edu.ge
მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 სექტემბერი.