უნივერსიტეტ ალტერბრიჯის კონკურსი „შენი მომავლის ხიდი“ დასრულდა!
ჩვენ მივიღეთ უამრავი საინტერესო ნამუშევარი, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ თქვენ, ცვლილებების ლიდერები ხართ!
21 აპრილს, ალტერბრიჯი გიწვევთ დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც გამოვავლენთ გამარჯვებულებს, რომლებმაც საკუთარი იდეებით, მყარი არგუმენტებითა და უნიკალური ხედვით გამორჩეული შთაბეჭდილება დატოვეს.
მადლობა თითოეულ მონაწილეს – თქვენ უკვე გადადგით პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი წარმატებისკენ!
რა გელით დაჯილდოების შემდეგ?
საინტერესო აქტივობები: ჩაერთვებით სპეციალურად თქვენთვის მომზადებულ პროგრამაში
ნეთვორქინგი: გაიცნობთ #ალტერბრიჯელებს, რომლებიც საკუთარ რეალურ გამოცდილებას გაგიზიარებენ
შევხვდებით 21 აპრილს, 13:00 საათზე უნივერსიტეტ ალტერბრიჯში!
ქართული
English
