
სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების დაფინანსება შიდა საუნივერსიტეტო გრანტით:
უნივერსიტეტ ალტერბრიჯისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტების მხარდაჭერა და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შექმნა.
სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს შიდა საუნივერსიტეტო გრანტებსა და დაფინანსების მრავალფეროვან შესაძლებლობებს, რომლებიც ხელს უწყობს როგორც აკადემიურ განვითარებას, ისე პროფესიული მიზნების მიღწევას.
აღნიშნული დაფინანსებები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მეტად კონცენტრირდნენ სწავლასა და საკუთარი პოტენციალის რეალიზებაზე.
დაფინანსების შესაძლებლობები აბიტურიენტებისთვის:
- აირჩიე უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ნებისმიერი საბაკალავრო პროგრამა პირველ პრიორიტეტად naec.ge-ის პორტალზე და მიიღე 20%-იანი შიდა დაფინანსება!
- აირჩიე სასურველი პროგრამა II პრიორიტეტად და მოიპოვე 10%-იანი დაფინანსება!
- ოქროს მედალი = 3000 ლარიან დაფინანსებას!
დაფინანსების შესაძლებლობა მომავალი მაგისტრანტებისთვის:
ისწავლე სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამაზე უნივერსიტეტ ალტერბრიჯში კონკურენტულ ფასად:
გაიარე წინასწარი რეგისტრაცია და მოითხოვე დაფინანსება: 100% ; 70%; 50% ან 30%-ის ოდენობით!
უნივერსიტეტ ალტერბრიჯის სამაგისტრო პროგრამის “სტრატეგიული კომუნიკაცია” წლიური ღირებულებაა 4600 ლარი.
საუნივერსიტეტო სტიპენდია
უნივერსიტეტ ალტერბიჯის სტუდენტები ყოველი სემესტრის ბოლოს, აკადემიური მოსწრებისა და დაანგარიშებული კუმულაციური ქულის (GPA) საფუძველზე, იღებენ ყოველთვიურ სემესტრულ სტიპენდიას, რაც სტუდენტების წარმატებასა და მაღალი აკადემიური შედეგების მიღწევას უწყობს ხელს!
ქართული
English