კრიზისი, კომუნიკაცია და ბგერების წყობა

ტრენერიnini ninua
ტიპიმოკლევადიანი კურსი
თარიღი13/05/2020 - 22/05/2020
Seat0/0
ღირებულება50₾
Buy NowBook Now

ანტიკრიზისული კომუნიკაცია

ტრენინგის მიზანი: 

სასწავლო კურსის მიზანია მონაწილეებმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელებმა, მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებმა, მედიასთან ურთიერთობის მენეჯერებმა, პრესს-სპიკერებმა და სპეციალისტებმა მიიღონ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა, შეიძინონ ახალი და განავითარონ უკვე არსებული უნარ-ჩვევები, რათა ეფექტიანად მართონ ორგანიზაციის რეპუტაცია როგორც წინაკრიზისულ პერიოდში, ისე კრიზისის დროს.

სასწავლო კურსის დასრულების  შემდეგ მონაწილეებს ექნებათ სრული ინფორმაცია კრიზისის ტიპოლოგიისა და კლასიფიკაციის შესახებ და შესძლებენ განასხვავონ სპეციფიკური და ზოგადი კრიზისები. შესძლებენ კონფლიქტების პრევენციასა და მართვას.

 

კურსის აღწერა:

დღე1: რას ნიშნავს კრიზისი და როგორია მისი მართვის პორცესი?

  • კრიზისის განმარტება
  • სხვაობა ზოგად და სპეციფიკურ კრიზისებს შორის
  • კრიზისის ტიპოლოგია
  • კორპორატიული ღირებულებები და ფასეულობები კრიზისის დროს

დღე 2: როდის არის კრიზისი კრიზისი?

  • შავი პიარისა და პროპაგანდის მაგალითები
  • მოქმედი სტრატეგიული მიმართულებები
  • საინფორმაციო შეტევის საბაზისო სახეობები
  • ჭორები – კლასიფიკაცია, ტიპოლოგია, გენდერული მახასიათებელი და მისი მართვის მექანიზმები შიდა და გარე სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაციის დროს 8

დღე3: როგორ ხდება კრიზისის პროგნოზირება და რა ხერხებით არის შესაძლებელი მისი თავიდან არიდება?

  • კონფლიქტების წარმოქმნის მიზეზები
  • კონფლიქტის დროს ქცევის ძირითადი სტრატეგიები
  • რისკების იდენტიფიცირება და რისკების მართვა

დღე 4: რომელი  კრიზისი მოითხოვს მოქმედებას?

  • პრობლემების მართვა კრიზისიდან თავის დაღწევის მიზნით / კრიზისული კომუნიკაციები კრიზისის დინამიკა / კრიზისული კომუნიკაციების სასიცოცხლო ციკლი 
  • კრიზისის დროს დაშვებული ძირითადი შეცდომები
  • ანტიკრიზისული პიარი და ანტიკრიზისული გეგმა

დღე 5: რამდენად მნიშვნელოვანია კრიზისის პროცესში მედიასთან კომუნიკაცია და როგორ უნდა წარიმართოს საკომუნიკაციო პროცესები?

  • Media relations guide – მედიასთან ურთიერთობის საწყისი, გარდატეხის და კრიტიკული ფაზა
  • news bottle-ის პრინციპი და მისი მნიშვნელობა კრიზისულ კომუნიკაციებში
  • კრიზისის მიმდინარეობის შეფასება და მონიტორინგი
  • რა არის ე.წ. სპინი და სპინ-დოქტორი 6

რეგისტრაცია

Leave a Reply