ემოციური ინტელექტი

ტრენერიnini ninua
ტიპიOnline Course
თარიღი25/05/2020 - 29/05/2020
ღირებულება50₾
Buy NowBook Now

კურსის მიზანი:

თანამედროვე ცხოვრებაში ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, როგორც პირად, ასევე, პროფესიულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში. კურსის მიზანია, რომ მონაწილეებმა განივითარონ ემოციური ინტელექტი, შეძლონ ემოციების აღქმა და სწორად გამოხატვა, გაერკვნენ ემოციური ინტელექტის არსში.

კურსის მანძილზე განხილული იქნება თემები:

დღე 1

  • ემოციური ინტელექტის დეფინიცია, მისი სტრუქტურა და ადგილი ადამიანის ცხოვრებაში.
  • ემოციის აღქმა, გაგება, გამოხატვა, მართვა და რეგულირება
  • IQ-სა და EQ-ს შედარებითი ანალიზი
  • პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ემოციური ინტელექტი, როგორც თვითგამოხატვის საშუალება, შინაგანი წონასწორობისა და სიმშვიდის წყარო

დღე 2

  • ციფრული ტექნოლოგიის ეპოქა და ემოციური ინტელექტის კრიზისი

        ინტელექტუალური განვითარების ზენიტში მყოფი  საზოგადოება თანდათან კარგავს ისეთ მნიშნელოვან საზიარი ნორმებს, როგორიცაა თანაგანმცდელობა, ალტრუიზმი და ა.შ. საზიარო ნორმების შესუსტება ზრდის საზოგადოებაში აგრესიას, ადიქციას, სუიციდს.

დღე 3

  • ოჯახის ტიპები და ავტორიტეტული ოჯახის, საზოგადოების, ტელევიზიისა და ხელოვნების როლი EQ-ს ფორმირებაში
  • ნეგატიურისა და პოზიტიურის ინტეგრირების პროცესი და ამ პროცესის მნიშვნელობა

დღე 4

  • გრძნობის ამოცნობის ტექნიკა
  • ხუთპუნქტიანი ,,მე“-შეტყობინება, როგორც განცდის ამოცნობისა და გადაცემის ფსიქოლოგიური მექანიზმი

დღე 5

  • აწმყოს მიღება
  • სიამოვნების, მორალისა და რეალობის შესაბამისი მოქმედება
  • თავისთავადი ღირებებულებები
  • პასუხისმგებლობა და თავისუფლება

პროგრამის ხანგრძლივობა: 5 დღე – 5 საათი

ტრენინგები გაიმართება ყოველ დღე 25  მაისიდან 29 მაისის ჩათვლით 18:00 საათიდან 19:00 საათამდე

პროგრამის ღირებულება: 50 ლარი

ტრენერი: ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი   

 

რეგისტრაცია

Leave a Reply