უნივერსიტეტის მიზანია, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს საგანმანათლებლო მიმზიდველობის ზრდაში და შექმნას ქვეყანაში საერთაშორისო განათლების მიღების ახალი პერსპექტივები, რისთვისაც იგი აფართოებს და აღრმავებს საერთაშორისო ურთიერთობებს, აძლიერებს სასწავლო პროგრამებში უცხოენოვან კომპონენტებს, ნერგავს ერთობლივ, გაცვლით და ორმაგი ხარისხის პროგრამებს, ხელს უწყობს სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრების საერთაშორისო მობილობას, მონაწილეობს საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებში და ავითარებს უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მექანიზმებს.

უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიზანია ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, სტუდენტებისა და პერსონალის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და უნივერსიტეტის დამკვიდრება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

უნივერსიტეტში შემუშავებულია დოკუმენტი: ,,ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა“, რომელიც გამომდინარეობს უნივერსიტეტის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმიდან და განსაზღვრავს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის უმთავრეს მიმართულებებს და აქტივობებს.

ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა