ჩეხეთის ელჩი – პეტრ მიკისკა უნივერსიტეტ ალტერბრიჯში და ერთობლივი პროექტის გამარჯვებულების დაჯილდოება
24 იანვარს, ალტერბრიჯის უნივერსიტეტში გაიმართა “ჩეხეთის ცენტრი თბილისის” და ალტერბრიჯის მიერ გამოცხადებული ერთობლივი კონკურსის ,,გამარჯობა, ჩეხეთო!” გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი.
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ ორ საპრიზო კატეგორიაში:
- საუკეთესო ესე – ნიცა ჯებაშვილი, მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.
- საუკეთესო ფოტო – თეონა მამულაშვილი, სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.
კონკურსი მიზნად ისახავდა სტუდენტებში ჩეხეთის კულტურის, ისტორიის, განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართულ და ჩეხურ კულტურას შორის არსებული მსგავსება-განსხვავებების აღმოჩენას კონკურსის გამარჯვებულები პრიზებით დაასაჩუქრა ჩეხეთის ელჩმა საქართველოში – პეტრ მიკისკამ. ღონისძიების ფარგლებში მან ისაუბრა განათლების როლზე კულტურათშორისი ურთიერთობის გაღრმავებაში. სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები ელჩისთვის.