• უნივერსიტეტის შესახებ
    • ისტორია
    • რექტორის გზავნილი
    • მისია, ხედვა, ღირებულებები
    • სტრატეგიული დოკუმენტები
    • საქმიანობის ანგარიშები
    • სამართლებრივი აქტები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • გალერეა
    • ალტერბრიჯელი Alumni
  • უნივერსიტეტის მართვა
    • ორგანიზაციული სქემა
    • რექტორი
    • ვიცე რექტორი
    • აკადემიური საბჭო
    • ადმინისტრაციული პერსონალი
    • აკადემიური პერსონალი
  • პროგრამები
    • საბაკალავრო პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამები
    • მობილობა ალტერბრიჯში
    • გაცვლითი პროგრამები
    • განათლების შემდგომი პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურები
  • აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტებისთვის
    • დაფინანსების შესაძლებლობა
    • პროფორიენტაცია
    • სამაგისტრო კონსპექტები ალტერბრიჯისგან
    • მოემზადე ეროვნული გამოცდებისთვის
    • რა უნდა ვიცოდეთ ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ
    • რატომ უნდა გახდე ალტერბრიჯის სტუდენტი
    • საუნივერსიტეტო სტიპენდიები და შეღავათები
    • სტუდენტური დასაქმება
    • იმიტირებული ეროვნული გამოცდები იწყება!
  • სტუდენტური ცხოვრება
    • აკადემიური კალენდარი
    • სტუდენტური თვითმმართველობა/ბრიჯული სისტემა
    • ბიბლიოთეკა
    • სტუდენტური აქტივობა
    • კარიერული განვითარება
    • ბლოგი
  • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
    • საერთაშორისო პროექტები
    • გაცვლითი პროგრამები და საერთაშორისო აქტივობები
    • ERASMUS +
  • კვლევითი ცენტრი
    • დოკუმენტები
    • სამეცნიერო კონფერენცია
    • ჟურნალი
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • სამეცნიერო ჟურნალი
    • ჟურნალის კონცეფცია
    • ჟურნალის შესახებ
    • რედაქცია
    • ავტორებისთვის
    • შეფასების სისტემა
    • გამოცემები
kaქართული
  • kaქართული
  • enEnglish
3D ტური
  • EnglishEnglish
  • კონტაქტი
  • ბიბლიოთეკა

კალათა

  • 3D ტური
  • გალერეა
    • ინტერიერი/ექსტერიერი
    • სტუდენტური ცხოვრება
    • ღონისძიებები
  • ჩემი ალტერბრიჯი
ალტერბრიჯიალტერბრიჯი

უნივერსიტეტის შესახებ

უნივერსიტეტი ალტერბრიჯი
  • ისტორია
  • რექტორის გზავნილი
  • მისია, ხედვა, ღირებულებები
  • სტრატეგიული დოკუმენტები
  • საქმიანობის ანგარიშები
  • სამართლებრივი აქტები
  • პარტნიორი ორგანიზაციები
  • გალერეა
  • ალტერბრიჯელი Alumni

პროგრამები

სასწავლო პროგრამები

საერთაშორისო ურთიერთობები

  • საერთაშორისო პროექტები
  • საერთაშორისო სტუდენტები
  • საერთაშორისო პარტნიორები
  • ინტერნაციონალიზაცია
  • გაცვლითი პროგრამები და საერთაშორისო აქტივობები

ტრენინგ ცენტრი

კურსები და ტრენინგები

ბლოგი

  • მთავარი
  • Blog
  • ბლოგი
  • BRIDGEბლოგი – ელენე ხიჯაკაძე

BRIDGEბლოგი – ელენე ხიჯაკაძე

  • კატეგორია ბლოგი, სიახლეები
  • თარიღი მარტი 9, 2026

მასობრივი კომუნიკაციის პროგრამა

ავტორი: ელენე ხიჯაკაძე

 

ალბათ გახსოვს ის განცდა, როცა  ტელევიზორში რაღაც ფერადმა, ხმაურიანმა და მხიარულმა წამებში მიიპყრო შენი ყურადღება და მეორე დღეს მაღაზიაში ზუსტად ის ტკბილეული მოითხოვე?

თუ გაინტერესებს, როგორ ახერხებს 30 წამიანი ვიდეო ადამიანების ემოციებზე მანიპულირებას, რატომ გვახსოვს ზოგიერთი ფრაზა წლების შემდეგაც და როგორ იქმნება ის ჯადოქრობა, რომელსაც მასობრივ კომუნიკაციას ვეძახით, მაშინ ეს სტატია დაგაინტერესებს.

 

რა არის მასობრივი კომუნიკაცია?

ეს არის სფერო, რომელიც სწავლობს, როგორ გადავცეთ ინფორმაცია სწორ დროს, სწორ ადამიანებს და სწორი ფორმით. ეს არ არის მხოლოდ საუბარი. ეს არის სტრატეგია, რომელიც აერთიანებს მარკეტინგს, PR-ს, ფსიქოლოგიას, ტექნოლოგიასა და კრეატივს.

 

რას სწავლობენ მასობრივი კომუნიკაციის პროგრამაზე?

ალტერბრიჯის მასობრივი კომუნიკაციის პროგრამა შექმნილია მათთვის, ვისაც სურს იყოს არა მხოლოდ დამკვირვებელი, არამედ პროცესების მმართველი. ჩვენ ვსწავლობთ:

  •  მედია და საზოგადოება: როგორ ზემოქმედებს მედია სოციალურ ნორმებსა და კულტურაზე.
  • ჟურნალისტიკის საფუძვლები: პროფესიული ეთიკა, ობიექტურობა და ინფორმაციის გადამოწმება.
  • ამბის თხრობის (Storytelling) ხელოვნება
  • PR და სტრატეგიული კომუნიკაცია: როგორ ვმართოთ ბრენდის იმიჯი და კრიზისული სიტუაციები.
  • ციფრული მედია: მუშაობა ახალ პლატფორმებზე, სადაც ალგორითმები და ვიზუალური კონტენტი გადამწყვეტია.
  • კრიტიკული აზროვნება და ანალიზი: უნარი, გაარჩიო პროპაგანდა რეალობისგან და გააანალიზო დიდი მოცულობის მონაცემები.

ვინ იქნები მომავალში?

მასობრივი კოუნიკაციის დიპლომი არ გზღუდავს ერთ პროფესიაში, ის გაძლევს გასაღებს, რომლითაც ნებისმიერ პროფესიულ კარს გააღებ. შენ ხდები ,,ამბის მთხრობელი“ (Storyteller), რომელიც სხვადასხვა როლს ირგებს.

მოდი ერთად გავიაროთ  შენი ჩვეულებრივი დღე და დავინახოთ, სად იმალება ამ პროფესიის ადამიანების ,,ნამუშევრები“.

8:00

წარმოიდგინე, იღვიძებ, ტელეფონს იღებ და ინსტიქტურად სოციალურ მედიას ხსნი. ხედავ ვიდეოს, რომელიც ზუსტად შენს განწყობაზეა მორგებული. ეს არ არის შემთხვევითობა. ამ ყველაფრის მიღმა კონტენტ-სტრატეგი იდგა, რომელმაც  ზუსტად იცოდა, რა მუსიკა და რა ფერები აგიჩქარებდა გულს დილის 8 საათზე. შენი საყვარელი მარცვლეულის კოლოფზე დაწერილ ყოველ სიტყვას კი Copywriter-მა დაუთმო დღეები, რათა თავი მხნედ გეგრძნო.

9:15

გადიხარ სახლიდან. ავტობუსის გაჩერებამდე მისავლელად რამდენიმე ბილბორდს ჩაუვლი. ხედავ რეკლამას, სადაც მხოლოდ ერთი ფრაზაა, მაგრამ ის მთელი დღე თავში გიტრიალებს. ეს არის არტ-დირექტორის ნამუშევარი. მან იცოდა, რომ ქუჩაში შენ მხოლოდ 2 წამი გაქვს ინფორმაციის აღსაქმელად. მან შეარჩია ფერების ისეთი კომბინაცია, ისეთი ფონტი და კომპოზიცია, რომ ფრაზა კი არ წაიკითხო, არამედ იგრძნო. სწორედ მან მოახერხა ვიზუალური ესთეტიკით შენს ცნობიერში ნაპერწკლის გაჩენა, რომელიც გზად მიმავალს არ გავიწყდება.

14:20

სამსახურში ან უნივერსიტეტში ხარ, როცა სოციალურ ქსელში გხვდება პოსტი შენს საყვარელ ბრენდზე. მათ ახლახან გადალახეს დიდი კრიზისი ან ჩაუშვეს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანია, რომელიც უცებ გიჩენს სურვილს, მხარი დაუჭირო მათ. აქ უკვე PR (Public Relations) სპეციალისტი მუშაობს.

PR-ის ამოცანა არ არის მხოლოდ პროდუქტის გაყიდვა. ისინი ზრუნავენ იმაზე, რომ კომპანიის ღირებულებები შენსას ემთხვეოდეს. ეს არის ხელოვნება, როგორ აქციო უბრალო „ბიზნესი“ საზოგადოების განუყოფელ და სანდო ნაწილად.

17:00

შენი სმარტფონის ეკრანზე ჩნდება კონტექსტური რეკლამა – ზუსტად ის ფეხსაცმელი, რომელსაც წუხელ გუგლში ეძებდი. ეს არის მარკეტინგის სპეციალისტისა და მონაცემთა ანალიტიკოსის კოლაბორაცია. ისინი სწავლობენ შენს საჭიროებებს, რათა არ მოგაწოდონ ზედმეტი ,,ხმაური”, არამედ შემოგთავაზონ ის, რაც რეალურად გაკლია.

19:30

საღამოს ბებიასთან და ბაბუასთან სტუმრად მიდიხარ. ისინი ტელევიზორს უყურებენ და მიმდინარე ამბებს განიხილავენ. ეკრანზე გამოჩნდა ჟურნალისტი, რომელიც ყვება დღევანდელ მოვლენებზე.

აქ ერთვება ჟურნალისტიკა – მასობრივი კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილი. ჟურნალისტი არ არის მხოლოდ ინფორმაციის გამავრცელებელი, ის არის ფილტრი, რომელიც ქაოსურ მოვლენებს ალაგებს და გვაძლევს კონტექსტს. ბებიასა და ბაბუასთვის სწორედ ეს გადაცემაა სამყაროსთან დამაკავშირებელი ხიდი. 

მასობრივი კომუნიკაცია არის დინამიური და მრავალფეროვანი სფერო, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და გაძლევს შანსს, იყო ყველაფერი ერთად: სტრატეგი, არტისტი, ანალიტიკოსი, მარკეტერი, ჟურნალისტი და მთხრობელი. აქ არასდროს არის რუტინა, რადგან ყოველი ახალი დღე ახალ გამოწვევებსა და სამყაროს ცვლილების პერსპექტივას გთავაზობს.

რატომ არის აკადემიური განათლება მნიშვნელოვანი?

ბევრს მართლაც ჰგონია, რომ დღევანდელ ციფრულ ეპოქაში პოსტის დაწერა ან ვიდეოს გადაღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუმცა სწორედ აქ იკვეთება ზღვარი მოყვარულსა და ექსპერტს შორის. ალტერბრიჯი თეორიისა და პრაქტიკის ისეთ მჭიდრო სინთეზს გვთავაზობს, სადაც წიგნებიდან მიღებული აკადემიური ცოდნა რეალურ, პრაქტიკულ ქეისებზე მუშაობით მყარდება. ამასთან ერთად, აკადემიური გარემო ადამიანს ასწავლის პასუხისმგებლობას. პროფესიონალმა ზუსტად იცის საკუთარი სიტყვის ფასი და იაზრებს იმ სამართლებრივ თუ ეთიკურ ჩარჩოებს, რომლებიც მის საქმიანობას აწესრიგებს. სწორედ ეს ანალიტიკური ხედვა და ეთიკური სტანდარტები განაპირობებს განსხვავებას ზედაპირულობასა და ღრმა, კომპეტენტურ მიდგომას შორის.

თუ გსურს, გახდე კომუნიკაციის ოსტატი და დაეუფლო პროფესიას, რომელიც მუდმივად ვითარდება, გაიგე მეტი პროგრამის შესახებ და დაიწყე შენი კარიერა აქ: ალტერბრიჯი – მასობრივი კომუნიკაცია.

 

  • გააზიარე:
ავტორი ავატარი
Alterbridge University

წინა სიახლე

#ალტერბრიჯელი ელენე
მარტი 9, 2026

შემდეგი სიახლე

ისწავლე უნივერსიტეტ ალტერბრიჯში ფსიქოლოგიაზე
მარტი 11, 2026

თქვენთვის საინტერესო

B2B გაყიდვების მენტორშიფი – სტრატეგიიდან დახურვამდე
4 სექტემბერი, 2026
🚀 თუ გაქვს ბიზნესი, მუშაობ გაყიდვებში ან გინდა, შენი პროდუქტი და მომსახურება უფრო მეტ კომპანიას მიჰყიდო - ეს ტრენინგი შენთვისაა! B2B გაყიდვებში წარმატება შემთხვევით არ მოდის. მხოლოდ კარგი პროდუქტი საკმარისი …
ტრენინგი
4 სექტემბერი, 2026
🚀 თუ გაქვს ბიზნესი, მუშაობ გაყიდვებში ან გინდა, შენი პროდუქტი და მომსახურება უფრო მეტ კომპანიას მიჰყიდო - ეს ტრენინგი შენთვისაა! B2B გაყიდვებში წარმატება შემთხვევით არ მოდის. მხოლოდ კარგი პროდუქტი საკმარისი …
474044527_580598121516810_113204946160843819_n
ვაკანსია: სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
3 აგვისტო, 2026

ძებნა

კატეგორიები

  • Uncategorized
  • უნივერსიტეტი
  • სიახლეები
  • ღონისძიებები
  • ქვიზები
  • სტუდენტური კლუბები
  • ბლოგი
  • ალტერბრიჯელი Alumni



სახელწოდების არჩევით, უნივერსიტეტი იღებს პასუხისმგებლობას, თავისი საქმიანობით, გახდეს ალტერნატიული დამაკავშირებელი ხიდი მეცნიერებასა და საზოგადოებას, განათლებასა და შრომის ბაზარს შორის და შექმნას ახალი შესაძლებლობები მომავალი თაობების თვითრეალიზაციისათვის ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე.

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ალტერბრიჯის შიდა გრანტი – სტუდენტების დაფინანსება

უნივერსიტეტის შესახებ

  • ისტორია
  • რექტორის გზავნილი
  • მისია, ხედვა, ღირებულებები

მოგვყევით სოციალურ ქსელებში

დაფუძნებულია PR აკადემიის მიერ ვებ-გვერდი დამზადებულია ნუევოს მიერ

  • უნივერსიტეტის შესახებ
    • ისტორია
    • რექტორის გზავნილი
    • მისია, ხედვა, ღირებულებები
    • სტრატეგიული დოკუმენტები
    • საქმიანობის ანგარიშები
    • სამართლებრივი აქტები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • გალერეა
    • ალტერბრიჯელი Alumni
  • უნივერსიტეტის მართვა
    • ორგანიზაციული სქემა
    • რექტორი
    • ვიცე რექტორი
    • აკადემიური საბჭო
    • ადმინისტრაციული პერსონალი
    • აკადემიური პერსონალი
  • პროგრამები
    • საბაკალავრო პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამები
    • მობილობა ალტერბრიჯში
    • გაცვლითი პროგრამები
    • განათლების შემდგომი პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურები
  • აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტებისთვის
    • დაფინანსების შესაძლებლობა
    • პროფორიენტაცია
    • სამაგისტრო კონსპექტები ალტერბრიჯისგან
    • მოემზადე ეროვნული გამოცდებისთვის
    • რა უნდა ვიცოდეთ ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ
    • რატომ უნდა გახდე ალტერბრიჯის სტუდენტი
    • საუნივერსიტეტო სტიპენდიები და შეღავათები
    • სტუდენტური დასაქმება
    • იმიტირებული ეროვნული გამოცდები იწყება!
  • სტუდენტური ცხოვრება
    • აკადემიური კალენდარი
    • სტუდენტური თვითმმართველობა/ბრიჯული სისტემა
    • ბიბლიოთეკა
    • სტუდენტური აქტივობა
    • კარიერული განვითარება
    • ბლოგი
  • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
    • საერთაშორისო პროექტები
    • გაცვლითი პროგრამები და საერთაშორისო აქტივობები
    • ERASMUS +
  • კვლევითი ცენტრი
    • დოკუმენტები
    • სამეცნიერო კონფერენცია
    • ჟურნალი
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • სამეცნიერო ჟურნალი
    • ჟურნალის კონცეფცია
    • ჟურნალის შესახებ
    • რედაქცია
    • ავტორებისთვის
    • შეფასების სისტემა
    • გამოცემები