• უნივერსიტეტის შესახებ
    • ისტორია
    • რექტორის გზავნილი
    • მისია, ხედვა, ღირებულებები
    • სტრატეგიული დოკუმენტები
    • საქმიანობის ანგარიშები
    • სამართლებრივი აქტები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • გალერეა
    • ალტერბრიჯელი Alumni
  • უნივერსიტეტის მართვა
    • ორგანიზაციული სქემა
    • რექტორი
    • ვიცე რექტორი
    • აკადემიური საბჭო
    • ადმინისტრაციული პერსონალი
    • აკადემიური პერსონალი
  • პროგრამები
    • საბაკალავრო პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამები
    • მობილობა ალტერბრიჯში
    • გაცვლითი პროგრამები
    • განათლების შემდგომი პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურები
  • აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტებისთვის
    • დაფინანსების შესაძლებლობა
    • პროფორიენტაცია
    • სამაგისტრო კონსპექტები ალტერბრიჯისგან
    • მოემზადე ეროვნული გამოცდებისთვის
    • რა უნდა ვიცოდეთ ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ
    • რატომ უნდა გახდე ალტერბრიჯის სტუდენტი
    • საუნივერსიტეტო სტიპენდიები და შეღავათები
    • სტუდენტური დასაქმება
    • იმიტირებული ეროვნული გამოცდები იწყება!
  • სტუდენტური ცხოვრება
    • აკადემიური კალენდარი
    • სტუდენტური თვითმმართველობა/ბრიჯული სისტემა
    • ბიბლიოთეკა
    • სტუდენტური აქტივობა
    • კარიერული განვითარება
    • ბლოგი
  • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
    • საერთაშორისო პროექტები
    • გაცვლითი პროგრამები და საერთაშორისო აქტივობები
    • ERASMUS +
  • კვლევითი ცენტრი
    • დოკუმენტები
    • სამეცნიერო კონფერენცია
    • ჟურნალი
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • სამეცნიერო ჟურნალი
    • ჟურნალის კონცეფცია
    • ჟურნალის შესახებ
    • რედაქცია
    • ავტორებისთვის
    • შეფასების სისტემა
    • გამოცემები
kaქართული
  • kaქართული
  • enEnglish
3D ტური
  • EnglishEnglish
  • კონტაქტი
  • ბიბლიოთეკა

კალათა

  • 3D ტური
  • გალერეა
    • ინტერიერი/ექსტერიერი
    • სტუდენტური ცხოვრება
    • ღონისძიებები
  • ჩემი ალტერბრიჯი
ალტერბრიჯიალტერბრიჯი

უნივერსიტეტის შესახებ

უნივერსიტეტი ალტერბრიჯი
  • ისტორია
  • რექტორის გზავნილი
  • მისია, ხედვა, ღირებულებები
  • სტრატეგიული დოკუმენტები
  • საქმიანობის ანგარიშები
  • სამართლებრივი აქტები
  • პარტნიორი ორგანიზაციები
  • გალერეა
  • ალტერბრიჯელი Alumni

პროგრამები

სასწავლო პროგრამები

საერთაშორისო ურთიერთობები

  • საერთაშორისო პროექტები
  • საერთაშორისო სტუდენტები
  • საერთაშორისო პარტნიორები
  • ინტერნაციონალიზაცია
  • გაცვლითი პროგრამები და საერთაშორისო აქტივობები

ტრენინგ ცენტრი

კურსები და ტრენინგები

ბლოგი

  • მთავარი
  • Blog
  • ბლოგი
  • #Bridgeბლოგი – ალტერბრიჯელი მარიამ ფიფიას ბლოგი

#Bridgeბლოგი – ალტერბრიჯელი მარიამ ფიფიას ბლოგი

  • კატეგორია ბლოგი, სიახლეები
  • თარიღი აპრილი 15, 2026

სიმართლის თეორია: როგორ გვიყალიბდება აზრი ინფორმაციაზე სხვადასხვა მედიასაშუალების გზით?!

ალბათ, თითქმის ყველა დაკვირვებია იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა მედიასაშუალება ინფორმაციას საკუთარი ინტერპრეტაციით აშუქებს. ეს, რა თქმა უნდა, აუდიტორიაში სიმართლის აღქმის სხვადასხვაობას იწვევს. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: რომელი ინფორმაცია შეიძლება იყოს ალტერნატიული საზოგადოებისთვის? ამ ბლოგში განვიხილავ სოციალური თუ ტრადიციული მედიის როლს საქართველოს მაგალითზე.
რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი და ვინ არის ბლოგის აუდიტორია?
დღევანდელ რეალობაში, როდესაც არსებობს სხვადასხვა სოციალური ქსელი, სოციალური თუ ტრადიციული მედია, ინფორმაციის გავრცელება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ადრე. ვფიქრობ, რომ ყველა მედიას თავისი აუდიტორია ჰყავს და ამ აუდიტორიას რეალობაზე ისეთივე წარმოდგენა აქვს, რა ფორმითაც მას კონკრეტული მედია აშუქებს. მედია გვაწვდის ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და, ამ შემთხვევაში, მას დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ დღეს ინფორმაციის ფლობა აუცილებელია, რათა არ მოხდეს საზოგადოების ვაკუუმში მოქცევა. როგორც ტომას ჯეფერსონმა თქვა: „ინფორმაცია თავისუფლების ვალუტაა“. სწორედ ამიტომაა აუცილებელი, ვიყოთ ინფორმირებულები და შეგვეძლოს კრიტიკული აზროვნება სწორი დასკვნების გამოსატანად.
საერთო გამოცდილება: ინფორმაციული ქაოსი
ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც ერთი და იმავე მოვლენის შესახებ სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას ვაწყდებით სხვადასხვა მედიაში. ეს ქმნის დაბნეულობას და გვიბიძგებს, დავფიქრდეთ, სად არის სიმართლე. სოციალურ მედიაში ვაწყდებით დეზინფორმაციასა და ერთი ინფორმაციის ათას ვარიანტს, ტრადიციულ მედიაში კი სხვადასხვა ტელეკომპანია ამას განსხვავებული ინტერპრეტაციით გვაწვდის. ის ფაქტი, რომ ყველა არხს თავისი აუდიტორია ჰყავს, განაპირობებს იმას, რომ ამ აუდიტორიას ხშირად არ უჩნდება სურვილი, სხვაგან გადაამოწმოს ინფორმაცია; ის იღებს მოცემულობას კითხვების გარეშე – ეს უფრო ტრადიციული მედიის შემთხვევაა.
რაც შეეხება სოციალურ სივრცეს, იქ უკვე იმდენი ინფორმაცია ვრცელდება ერთ ამბავზე, რომ თუ ათ პოსტს დაინახავ სხვადასხვა დეტალით, ლოგიკურია, კითხვები გაგიჩნდება და ნდობაც იკლებს. ტრადიციული მედიის მიმართ ნდობა ქვეცნობიერად იმდენად დიდია, რომ თუ ტელეკომპანია ავრცელებს ინფორმაციას, თუნდაც ის მცდარი იყოს, მის „ნაწილს“ მაინც იჯერებ.
დღევანდელი რეალობა
დღევანდელ რეალობაში მედიის მიერ მოპოვებული „გავლენა“ კიდევ უფრო აქტუალურია. ამ გავლენით ხდება აუდიტორიით მანიპულირება და ისეთი აზროვნების განვითარება, რომელიც მედიას „აწყობს“. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნეგატიური განზრახვით არ უნდა კეთდებოდეს.
სოციალური მედია
სოციალური მედია დღესდღეობით ინფორმაციის ყველაზე სწრაფი წყაროა. თუ ინფორმაციას არ ვიღებთ ტელევიზიით, მას სმარტფონებიდან ვიგებთ. ისეთი აქტიური ქსელები, როგორიცაა Facebook, TikTok და Instagram, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. გვინდა თუ არა, ვიღებთ უამრავ ინფორმაციას, რომელიც ხშირად არც კი „იცრება“. განვიხილოთ კონკრეტულად ერთი სოციალური ქსელი:
Facebook
Facebook მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალური პლატფორმაა, რომელსაც საქართველოში დაახლოებით 2 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ამ შემთხვევაში ასაკი განსაზღვრული არ არის, რადგან ის ყველასათვის ხელმისაწვდომია. პლატფორმის მთავარი ფუნქცია ინფორმაციის სწრაფი გაცვლა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, სიახლეების გაზიარება და უკუკავშირია. თუმცა, ამასთანავე, ის დეზინფორმაციისა და „ფეიკ ნიუსების“ გავრცელების უმთავრესი წყაროცაა.
ოფიციალური გვერდებიდან მიღებული ინფორმაცია სარწმუნოა, თუმცა არაოფიციალური გვერდებიდან გავრცელებული ამბები გავლენას ახდენს იმ კატეგორიაზე, ვისაც არ აქვს ინფორმაციის გადამოწმების სათანადო ცოდნა. ამ პლატფორმას ყველა თავის სასარგებლოდ იყენებს, ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ ის აზრთა სხვადასხვაობისთვის, საზოგადოებრივი პოლარიზაციისთვის ან საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად. აქ გავრცელებული ინფორმაცია პირდაპირ მოქმედებს საზოგადოებრივ აზრზე. თუ სხვადასხვა გვერდიდან ერთი და იმავე ამბის შესახებ განსხვავებულ ვერსიებს მივიღებ, რასაკვირველია, გამიჩნდება კითხვები, თუმცა მათგან იმას ავირჩევ, რომელიც ყველაზე მეტად ასახავს რეალობას.
როცა ინფორმაცია ვრცელდება, ადამიანები კომენტარების სახით აფიქსირებენ თავიანთ აზრს, თუმცა ხშირად აზრთა სხვადასხვაობის გამო, დაპირისპირება ხდება. Facebook-ზე არ შეგხვდებათ მხოლოდ ერთი ტიპის კონტენტი; აქ ნახავთ რამდენიმე ტელევიზიის ონლაინ გვერდსაც. აუდიტორია ხშირად იბნევა, რადგან ონლაინ გვერდებზე ისეთ სიახლეებს ათავსებენ, რაც მათ სარედაქციო პოლიტიკას შეესაბამება.
დასკვნა
თანამედროვე საინფორმაციო გარემოში, სადაც ტრადიციული და სოციალური მედია პარალელურად ფუნქციონირებს, სიმართლის აღქმა სულ უფრო მეტად ხდება სუბიექტური და კონტექსტზე დამოკიდებული. მედიასაშუალებები, როგორც სოციალური კონსტრუქტორები, ხშირად ქმნიან რეალობის იმ ვერსიას, რომელიც კონკრეტულ ინტერესებს ემსახურება და აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს მიზანმიმართული გაშუქებისა და „ჩარჩოების“ (Framing) მეშვეობით.
სწორედ ამიტომ, მედიის მიმართ კრიტიკული მიდგომა და მედიაწიგნიერება გადამწყვეტ როლს იძენს. სიმართლის პოვნა აღარ ნიშნავს მხოლოდ ინფორმაციის მიღებას – ეს ნიშნავს მისი წყაროს, ფორმისა და მიკერძოების გაანალიზებას. როგორც მარშალ მაკლიუანი ამბობდა: „მედია თავად არის გზავნილი“ – და ეს გზავნილი განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ვხედავთ და აღვიქვამთ საზოგადოებრივ რეალობას.
„საინფორმაციო ხმაურში“ სიმართლის პოვნა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც კითხვების დასმას არ უშინდება. ინფორმაციის გადამოწმება და სხვადასხვა პერსპექტივის გაანალიზება გვეხმარება, დავამსხვრიოთ დაწესებული ჩარჩოები და სამყარო რეალური ფერებით დავინახოთ.

ავტორი: მარიამ ფიფია – უნივერსიტეტ ალტერბრიჯის მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.

  • გააზიარე:
ავტორი ავატარი
Alterbridge University

წინა სიახლე

#ალტერბრიჯელი ქეთა ხოფერია მიემგზავრება პოლონეთში ERASMUS+ პროგრამით!
აპრილი 15, 2026

შემდეგი სიახლე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონფერენცია “თავისუფლება ციფრულ ეპოქაში: აზროვნება, კომუნიკაცია და ცვლილება”
აპრილი 16, 2026

თქვენთვის საინტერესო

B2B გაყიდვების მენტორშიფი – სტრატეგიიდან დახურვამდე
4 სექტემბერი, 2026
🚀 თუ გაქვს ბიზნესი, მუშაობ გაყიდვებში ან გინდა, შენი პროდუქტი და მომსახურება უფრო მეტ კომპანიას მიჰყიდო - ეს ტრენინგი შენთვისაა! B2B გაყიდვებში წარმატება შემთხვევით არ მოდის. მხოლოდ კარგი პროდუქტი საკმარისი …
ტრენინგი
4 სექტემბერი, 2026
🚀 თუ გაქვს ბიზნესი, მუშაობ გაყიდვებში ან გინდა, შენი პროდუქტი და მომსახურება უფრო მეტ კომპანიას მიჰყიდო - ეს ტრენინგი შენთვისაა! B2B გაყიდვებში წარმატება შემთხვევით არ მოდის. მხოლოდ კარგი პროდუქტი საკმარისი …
474044527_580598121516810_113204946160843819_n
ვაკანსია: სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
3 აგვისტო, 2026

ძებნა

კატეგორიები

  • Uncategorized
  • უნივერსიტეტი
  • სიახლეები
  • ღონისძიებები
  • ქვიზები
  • სტუდენტური კლუბები
  • ბლოგი
  • ალტერბრიჯელი Alumni



სახელწოდების არჩევით, უნივერსიტეტი იღებს პასუხისმგებლობას, თავისი საქმიანობით, გახდეს ალტერნატიული დამაკავშირებელი ხიდი მეცნიერებასა და საზოგადოებას, განათლებასა და შრომის ბაზარს შორის და შექმნას ახალი შესაძლებლობები მომავალი თაობების თვითრეალიზაციისათვის ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე.

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ალტერბრიჯის შიდა გრანტი – სტუდენტების დაფინანსება

უნივერსიტეტის შესახებ

  • ისტორია
  • რექტორის გზავნილი
  • მისია, ხედვა, ღირებულებები

მოგვყევით სოციალურ ქსელებში

დაფუძნებულია PR აკადემიის მიერ ვებ-გვერდი დამზადებულია ნუევოს მიერ

  • უნივერსიტეტის შესახებ
    • ისტორია
    • რექტორის გზავნილი
    • მისია, ხედვა, ღირებულებები
    • სტრატეგიული დოკუმენტები
    • საქმიანობის ანგარიშები
    • სამართლებრივი აქტები
    • პარტნიორი ორგანიზაციები
    • გალერეა
    • ალტერბრიჯელი Alumni
  • უნივერსიტეტის მართვა
    • ორგანიზაციული სქემა
    • რექტორი
    • ვიცე რექტორი
    • აკადემიური საბჭო
    • ადმინისტრაციული პერსონალი
    • აკადემიური პერსონალი
  • პროგრამები
    • საბაკალავრო პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამები
    • მობილობა ალტერბრიჯში
    • გაცვლითი პროგრამები
    • განათლების შემდგომი პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურები
  • აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტებისთვის
    • დაფინანსების შესაძლებლობა
    • პროფორიენტაცია
    • სამაგისტრო კონსპექტები ალტერბრიჯისგან
    • მოემზადე ეროვნული გამოცდებისთვის
    • რა უნდა ვიცოდეთ ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ
    • რატომ უნდა გახდე ალტერბრიჯის სტუდენტი
    • საუნივერსიტეტო სტიპენდიები და შეღავათები
    • სტუდენტური დასაქმება
    • იმიტირებული ეროვნული გამოცდები იწყება!
  • სტუდენტური ცხოვრება
    • აკადემიური კალენდარი
    • სტუდენტური თვითმმართველობა/ბრიჯული სისტემა
    • ბიბლიოთეკა
    • სტუდენტური აქტივობა
    • კარიერული განვითარება
    • ბლოგი
  • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
    • საერთაშორისო პროექტები
    • გაცვლითი პროგრამები და საერთაშორისო აქტივობები
    • ERASMUS +
  • კვლევითი ცენტრი
    • დოკუმენტები
    • სამეცნიერო კონფერენცია
    • ჟურნალი
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • სამეცნიერო ჟურნალი
    • ჟურნალის კონცეფცია
    • ჟურნალის შესახებ
    • რედაქცია
    • ავტორებისთვის
    • შეფასების სისტემა
    • გამოცემები