ბიზნესის კლუბი
ბიზნესის კლუბი არის უნივერსიტეტი ალტერბრიჯის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, რომელიც აერთიანებს სწავლა-სწავლების პროცესს, პრაქტიკულ გამოცდილებასა და პროფესიულ განვითარებას ერთიან სისტემაში.
ბიზნესის კლუბი წარმოადგენს სტუდენტურ-აკადემიურ პლატფორმას, რომელიც ფუნქციონირებს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს სტუდენტების პრაქტიკული,
ანალიტიკური, აკადემიური და მენეჯერული უნარების განვითარებას და ინტერდუსცუპლინარული ხედვის ჩამოყალიბებას.
ის ქმნის სივრცეს, სადაც სტუდენტები არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ ხდებიან უახლესი ცოდნით აღჭურვილი
მომავალი მენეჯერები,ლიდერები და მეწარმეები.
კლუბი აერთიანებს სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და
ქმნის გარემოს, სადაც თეორიული ცოდნა გარდაიქმნება რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებად.
ბიზნესის კლუბის მისია
ბიზნესის კლუბის მისიაა შექმნას ინოვაციური, ინტერაქტიული, ინტერდისციპლინარული და პრაქტიკაზე
ორიენტირებული გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას,
ლიდერული უნარების ჩამოყალიბებას და მათ ინტეგრაციას თანამედროვე ბიზნეს გარემოში.
ბიზნესის კლუბი მიზნად ისახავს:
სტუდენტების თეორიული ცოდნის გაღრმავებას და პრაქტიკული უნარების განვითარებას მომავლის უნარები (კრიტიკული და ტექნოლოგიური აზროვნება, კომუნიკაცია, ლიდერობა) განვითარებას სტუდენტების ჩართულობის ზრდას აკადემიურ და პროფესიულ აქტივობებში უნივერსიტეტის პოპულარიზაციას და აბიტურიენტების მოზიდვას
სტუდენტების დასაქმების შესაძლებლობის გაზრდას
ბიზნესის კლუბის ამოცანები
ბიზნესის კლუბის მიზნების მიღწევა უნდა მოხდეს შემდეგი სახის ამოცანების მეშვეობით ბიზნესთან დაკავშირებული აქტივობების რეგულარული ორგანიზება სტუდენტების ჩართვა რეალურ (პრაქტიკულ და აკადემიურ) პროექტებში ბიზნეს პროფესიონალებთან (პრაქტიკული და აკადემიური სფეროებიდან) შეხვედრების უზრუნველყოფა კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარება ინოვაციური აზროვნების სტიმულირება
საგანმანათლებლო მიმართულება:
- საჯარო ლექციები და ვორქშოფები;
- თემატური სემინარები
- პრაქტიკულ შემთხვევებზე მუშაობა (Case study)
პრაქტიკული მიმართულება
- ბიზნეს სიმულაციები
- პროექტებზე მუშაობა
- სტარტაპ იდეების განვითარება
კვლევითი მიმართულება
- სტუდენტური კვლევები
- ბაზრის ანალიზი
- მონაცემთა შეგროვება და ინტერპრეტაცია
ქსელური (Networking) მიმართულება
- შეხვედრები ბიზნეს ლიდერებთან
- კურსდამთავრებულების ჩართულობა
- კომპანიებთან თანამშრომლობა
მარკეტინგული მიმართულება
- სკოლის მოსწავლეებისთვის ღონისძიებების ჩატარება
- უნივერსიტეტის პოპულარიზაცია
- სოციალური მედიის აქტივობები
ბიზნესისკლუბის რეგულარული აქტივობები
- “საუბრები ბიზნესსა და ეკონომიკაზე”
- “შემთხვევების ანალიზი”
- „Startup Challenge“
- “დებატების კლუბი”
- “ინტელექტუალური თამაშები”
ქართული
English
