Baltic Management Development Association (BMDA)
Adizes Institute Worldwide-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ალტერბრიჯი მიწვეულია Baltic Management Development Association (BMDA)-ის რიგით მე-18 ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 15-16 ოქტომბერს.
კონფერენციის წლევანდელ თემატიკას წარმოადგენს მულტიდისციპლინარული მიდგომა განათლებასა და ბიზნესში მაღალი კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად.
ღონისძიებაზე მთავარი მომხსენებელი იქნება Adizes Organizational Therapy-ს და Adizes Institute Worldwide-ის დამფუძნებელი, მენეჯმენტის გურუდ წოდებული ამერიკელი მწერალი და ბიზნესის მართვის ექსპერტი, იცხაკ ადიზესი (Ichak K. Adizes), რომელიც ისაუბრებს კონკურენტუნარიანობაზე 21-ე საუკუნეში.
პანელურ დისკუსიებზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ცვლილებები საგანმანათლებლო პოლიტიკაში კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად და სხვა.