უნივერსიტეტი ალტერბრიჯი და ავსტრალიის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტი გთავაზობთ ,,პროექტის მართვის“ ერთწლიან სასწავლო პროგრამას,  რომელიც განკუთვნილია მოტივირებული ახალგაზრდებისთვის იმუშაონ პროექტის მართვის მიმართულებით საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებად საქართველოსა თუ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

პროექტის მართვის პროგრამა ითვალისწინებს მეთოდოლოგიურ, თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. სრული პროგრამის გავლის შემთხვევაში სტუდენტებს, დამატებით, სურვილის შემთხვევაში, ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება ავსტრალიის წარმატებულ ორგანიზაციებში და მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკულ საქმიანობაში.

პროექტის მართვის პროგრამა მოიცავს ფუნდამენტურ ცოდნას, კრიტიკული მიდგომებით კომპლექსური პროექტების სამართავად კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებულთა პროფესიული მომზადება- გადამზადებისთვის.

პროგრამის დასრულების შემდეგ ავსტრალიის ეროვნული ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ANIBT) გასცემს ავსტრალიის მთავრობის შესაბამისი უწყების მიერ აკრედიტირებულ პროფესიული პროგრამის დიპლომს, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია.

შესაძლებელია სადიპლომო პროგრამა დაიყოს 3 და 6 თვიან სასერტიფიკატო სასწავლო კურსებად, რის დასრულებისთანავე გაიცემა უნივერსიტეტ ალტერბრიჯის და ავსტრალიის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (ANIBT) მიერ ერთობლივი სერტიფიკატი.

სწავლება განხორციელდება ჰიბრიდულ ფორმატში. სასწავლო პროცესი წარიმართება უნივერსიტეტ ალტერბრიჯში ინგლისურ ენაზე. ყველა საჭირო სასწავლო მასალა და ლიტერატურა უზრუნველყოფილი იქნება ავსტრალიის ეროვნული ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის (ANIBT) მიერ. ლექციებს ჩაატარებს პრაქტიკოსი ლექტორ-მასწავლებელი, ანტონი ბროდი, რომელიც აქტიურად არის ჩართული პროექტის მართვის სალექციო კურსის შედგენასა და სწავლებაში ავსტრალიის სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტში, ამავდროულად იგი ხელმძღვანელობს მსხვილი პროექტების საკონსულტაციო სამსახურს ბოლო 12 წლის განმავლობაში.

ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ და თვითოეული ლექციის  ხანგრძლივობა იქნება 2 საათი. სალექციო შეხვედრებს კოორდინირებას გაუწევს და უშუალოდ კომუნიკაციაში სტუდენტებთან ჩართული იქნება პროექტის კოორდინატორი, ასისტენტ-პროფესორი დავით შოშიტაშვილი.

თანდართულ ბროშურაში მოცემულია დეტალური ინფორმაცია სასწავლო კურსის შესახებ, სწავლის საფასურსა და მიღების პირობებზე.

ნინო ოსიტაშვილი,

პროექტის მართვის პროგრამის კოორდინატორი. ელ.ფოსტა: nino@anibt.vic.edu.au

საკონტაქტო ნომერი: +995 599 735758

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: იხ. ბმული

ANIBT – Alterbridge Project Management Program