ალტერსტუმარი – საბა ხერგიანი და ტრენინგი თემაზე: “პერსონალური განვითარება”
მორიგი #ალტერსტუმარი უნივერსიტეტ ალტერბრიჯში!
26 დეკემბერს, ალტერბრიჯში ჩატარდა ბიზნეს ანალიტიკოსის, საბა ხერგიანის ტრენინგი: „პერსონალური განვითარება“, რომელსაც ესწრებოდნენ ალტერბრიჯის სტუდენტები.
ტრენინგის ფარგლებში, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მოეხდინათ საკუთარი ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების იდენტიფიცირება, დაეგეგმათ პერსონალური განვითარებისთვის საჭირო ეტაპები. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს „ბალანსის ბორბალი“ და თვითეფექტიანობის გაზრდის ტექნიკები.