უნივერსიტეტ ალტერბრიჯის აკადემიურმა პერსონალმა Web of Science-ის პროფესიული განვითარების ვებინარებში მიიღო მონაწილეობა
2026 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით, Erasmus+ CBHE-ის პროექტის ERIC-GE – „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში, Clarivate-ის წარმომადგენლობამ კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისთვის ექვსი პროფესიული ონლაინ ვებინარი გამართა. ვებინარების სერიაში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტ ალტერბრიჯის აკადემიურმა პერსონალმაც.
ვებინარების მიზანი იყო მონაწილეებისთვის Web of Science-ის პლატფორმის შესაძლებლობების, სამეცნიერო ინფორმაციის მოძიების თანამედროვე მეთოდებისა და კვლევითი საქმიანობის მხარდამჭერი ინსტრუმენტების გაცნობა. პროგრამა მოიცავდა როგორც პლატფორმის ძირითად ფუნქციონალსა და პრაქტიკულ გამოყენებას, ისე აკადემიური კვლევების დაგეგმვისა და შეფასების თანამედროვე მიდგომებს. შესავალ ტრენინგზე მონაწილეები გაეცნენ Web of Science-ის ძირითად მონაცემთა ბაზებს, მკვლევრის პერსონალური პროფილის შექმნის შესაძლებლობებს, ციტირების ინდექსებთან მუშაობისა და პლატფორმის რესურსების ეფექტიანად გამოყენების პრინციპებს.
ვებინარების ფარგლებში განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება და ანალიზი, ძიების თანამედროვე მეთოდების გამოყენება, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საძიებო ინსტრუმენტები, კვლევითი შედეგების ორგანიზება და ანალიტიკური შესაძლებლობები.
ვებინარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო აკადემიური კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლიანი კვლევა. განხილულ იქნა არაკეთილსინდისიერი საგამომცემლო პრაქტიკა, მტაცებლური ე.წ. პრედატორი ჟურნალების/კონფერენციების ამოცნობის გზები და კვლევითი ეთიკის დაცვის მნიშვნელობა თანამედროვე აკადემიურ სივრცეში.
პროფესიული განვითარების ვებინარებში მონაწილეობა ხელს უწყობს უნივერსიტეტ ალტერბრიჯის აკადემიური პერსონალის კვლევითი და ანალიტიკური უნარების გაძლიერებას, საერთაშორისო სამეცნიერო რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებასა და კვლევის ხარისხის ამაღლებას. აღნიშნული აქტივობები სრულად შეესაბამება
ERIC-GE-ის პროექტის მიზნებს და წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს უნივერსიტეტში საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული კვლევითი გარემოს განვითარებისა და აკადემიური პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით.
ქართული
English
