18 დეკემბერს ,,ალტერბრიჯის” ორგანიზებით გაიმართება ონლაინ ვებინარი თემაზე
2020 წლის 18 დეკემბერს, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ალტერბრიჯის” ინიციატივითა და ორგანიზებით, გაიმართება ონლაინ ვებინარი თემაზე:
,,ინსტიტუციების მართვა პანდემიიის პირობებში – საუკეთესო პრაქტიკა”.
ღონისძიება მიზნად ისახავს, საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების გაზიარებას, ქვეყანაში არსებული უნივერსიტეტების, პროფესიული კოლეჯების, საგანმანათლებლო ცენტრებისა და ინსტიტუციების მხარდაჭერას. ვებინარზე საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებენ – საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე პროფესიონალები.
ვებინარს მოდერაციას გაუწევს: უნივერსიტეტ ,,ალტერბრიჯის” ვიცე-რექტორი მარიამ დარბაიძე.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები და გაგვიზიარებენ მათ საუკეთესო პრაქტიკას.
მომხსენებლები:
▪️ ზვიად გაბისონია – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი; ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
▪️ კახა შენგელია – კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი;
▪️ გიორგი ცხვედიანი – ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი;
▪️ ირმა გრძელიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი;
▪️ გიორგი ჭანტურია – მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტ ,,ალტერბრიჯის” კანცლერი;
▪️ ნათია მიქელთაძე – პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი;
▪️ თეა კბილცეცხლაშვილი – პრორექტორის მოვალეობის შემსრულებელი სასწავლო და სამეცნიერო დარგში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
▪️ ქეთევან ლატარია- საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი. სსიპ- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
▪️ სერგო სვანაძე-პროფესიული და უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
▪️ ლიკა კაკაბაძე – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
▪️ რუსუდან დიასამიძე – შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის ხარისხის განვითარების და უზრუნელყოფის სამსახურის უფროსი.
▪️ მაია ნონიაშვილი. – უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი