ალტერბრიჯი IFES-ისა და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) პარტნიორთა რიცხვს შეუერთდა
მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი 6 დეკემბერს, IFES-ისა და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) პარტნიორთა რიცხვს შეუერთდა. გარდა უნივერსიტეტ ალტერბრიჯისა, ასოციაციას შეუერთდა კიდევ ორი, ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.
ალტერბრიჯის სახელით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მაკო ჯაოშვილი, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ვიცე-რექტორი სტრატეგიული განვითარების მიმართულებით და მათე წულაია კარიერული განვითარების, სტუდენტებთან და აბიტურიენტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.
ხელმოწერილი მემორანდუმების საფუძველზე ახალი პარტნიორები IFES-ის მიერ შემუშავებულ სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო ერთსემესტრიან კურსს – „დემოკრატია და მოქალაქეობა” – ჩართავენ თავიანთ სასწავლო კურიკულუმებში, თავის მხრივ, IFES და CELA USAID/Georgia-ს დახმარებით იზრუნებენ უნივერსიტეტების სამოქალაქო განათლების კურსის ლექტორთა გადამზადებაზე, სტუდენტების სამოქალაქო კომპეტენციის ამაღლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ აქტიურ მონაწილეობაზე.
უნივერსიტეტ ალტერბრიჯის მხრიდან არის მზაობა სასწავლო კურსის დამატების, ასევე არაფორმალური განათლების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობების ერთობლივად დაგეგმვის შესახებ.