,,ალტერბრიჯსა” და “Aspendos Academy-ის” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მოხარულები ვართ, გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი სიახლე. მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ,,ალტერბრიჯსა” და ბრიტანეთსა და თურქეთში ერთ-ერთ წამყვან აკადემია “Aspendos Academyის” შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
ჩვენი უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მარიამ დარბაიძე “Aspendos Academyის” სამეცნიერო ბორდის საპატიო წევრად მიიწვიეს.
კვირას, 7 თებერვალს ის დაესწრო პირველ საერთაშიროსო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე “კლინიკური ენდოკრინოლოგია და ენდოკრინული სისტემების დაავადებები: პროგნოზები, მიღწევები და გამოწვევები”
ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო, საერთაშორისო პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას, როგორც ჩვენი სტუდენტები, ასევე აკადემიური პერსონალი.