• უნივერსიტეტის შესახებ
    • ისტორია
    • რექტორის გზავნილი
    • მისია, ხედვა, ღირებულებები
    • სტრატეგიული დოკუმენტები
    • წლის ანგარიშები
    • სამართლებრივი აქტები
    • საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები
    • გალერეა
    • ალტერბრიჯელი Alumni
  • უნივერსიტეტის მართვა
    • ორგანიზაციული სქემა
    • რექტორი
    • აკადემიური საბჭო
    • ხარისხის მართვის სამსახური
    • ბიზნეს ადმინისტრირების აკადემიური პერსონალი
    • ბიზნეს ადმინისტრირების მოწვეული პერსონალი
    • მასობრივი კომუნიკაციის აკადემიური პერსონალი
    • მასობრივი კომუნიკაციის მოწვეული პერსონალი
    • ფსიქოლოგია აკადემიური პერსონალი
    • ფსიქოლოგია მოწვეული პერსონალი
  • პროგრამები
    • საბაკალავრო პროგრამები
    • სამაგისტრო პროგრამები
    • მობილობა ალტერბრიჯში
    • გაცვლითი პროგრამები
    • საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი
    • სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურები
    • ონლაინ კურსები
    • ტრენინგ ცენტრი
  • აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტებისთვის
    • პროფორიენტაცია
    • სამაგისტრო კონსპექტები ალტერბრიჯისგან
    • მოემზადე ეროვნული გამოცდებისთვის
    • ალტერგრანტი
    • რა უნდა ვიცოდეთ ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ
    • რატომ უნდა გახდე „ალტერბრიჯის“ სტუდენტი?!
    • დეკანის მიმართვა
    • საუნივერსიტეტო სტიპენდიები და შეღავათები
    • სტუდენტური დასაქმება
  • სტუდენტური ცხოვრება
    • ალტერბრიჯის სტუდენტური კლუბები
    • აკადემიური კალენდარი
    • სტუდენტური თვითმმართველობა/ბრიჯული სისტემა
    • ბიბლიოთეკა
    • სტუდენტური აქტივობა
    • სტაჟირების წესი
    • კარიერული განვითარება
    • ალტერბლოგი
    • ალტერ ფოტო
  • კვლევითი ცენტრი
    • დოკუმენტები
    • სამეცნიერო კონფერენცია
    • ჟურნალი
    • მიმდინარე პროექტები
    • დასრულებული პროექტები
  • იმიტირებული გამოცდები
    • იმიტირებული გამოცდების შედეგები
kaქართული
  • kaქართული
  • enEnglish
3D ტური
  • EnglishEnglish
  • კონტაქტი
  • ბიბლიოთეკა

კალათა

  • 3D ტური
  • გალერეა
    • ინტერიერი/ექსტერიერი
    • სტუდენტური ცხოვრება
    • ღონისძიებები
  • ჩემი ალტერბრიჯი
ალტერბრიჯიალტერბრიჯი

საბაკალავრო

საბაკალავრო პროგრამები

სამაგისტრო

სამაგისტრო პროგრამები

საერთაშორისო სტუდენტები

უცხოელი სტუდენტების მიღება

ტრენინგ ცენტრი

კურსები და ტრენინგები

სიახლეები

  • მთავარი
  • Blog
  • სიახლეები
  • იმედგაცრუება, როგორც კარიერული განვითარების საწვავი

იმედგაცრუება, როგორც კარიერული განვითარების საწვავი

  • კატეგორია სიახლეები, ბლოგი
  • თარიღი ოქტომბერი 11, 2022

ვინ ხარ შენ?

ეს ალბათ ის კითხვაა, რომელიც ყველაზე მეტად გვაბნევს და გვაფიქრებინებს – „ნეტა რას მეკითხება ან რა აინტრესებს“? ჩემი ვინაობა, წარმომავლობა, პროფესია, როლი, პოზიცია თუ უბრალოდ უნდა გაიგოს, რატომ ვიმყოფები აქ და ახლა?

მახსოვს, სამი კვირის წინ, ლექტორმა გვთხოვა, შეგვედგინა სია სახელწოდებით – „ვინ ხარ შენ?“ და არა „ვინ არის მე“. თავდაპირველად, ძალიან გამიჭირდა… თითქოს წარმოდგენის პირველ წუთებში, საზოგადოების მხრიდან, ჩემი პიროვნების აღქმის  („ვინ არის „მე“?“) მიღმა სრულიად შიშველი დავრჩი, მაგრამ არა!.. რამდენიმე წუთში ყველაფერი შეიცვალა – პოზიტიურად საკუთარი თავის აღქმას ნეგატიური თვითაღქმა მოჰყვა, შემდეგ ისევ პოზიტიური და ა.შ. თუმცა დღეს, მე სრულიად სხვა თემაზე მინდა გესაუბროთ და ტექსტის დასაწყისში დასმული შეკითხვა – „ ვინ ხარ შენ?“, ახლა გვჭირდება მხოლოდ იმ ფაქტის განსასაზღვრად, თუ რა გვიბიძგებს თითოეულ ჩვენგანს  წინსვლისა და მოძრაობისკენ?! რა მოვლენა ხდება ჩვენი ტრანფორმაციის აქტუალიზატორი? პასუხი შესაძლოა მრავალფეროვანი იყოს, თუმცა მაინც შეგვიძლია ორ ტიპად დავაჯგუფოთ: 1. კონფორმისტები და 2. რევოლუციონერები. პირველის შემთხვევაში, პროგრესისა და განსაკუთრებით კარიერული განვითარების საფუძვლად სიმშვიდე, კომფორტი და აღიარება ითვლება, მეორე ტიპის შემთხვევაში (რაზეც უფრო ვრცლად ვისაუბრებთ) კარიერული განვითარებისა და, ზოგადად, პიროვნული ტრანფორმაციის მთავარ საწვავად სწორედ იმედგაცრუება ითვლება!

იმედგაცრუება, როგორც არასასურველი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც შესაძლოა ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროს ეხებოდეს: ფინანსებს, კარიერას, პირად ცხოვრებას, ოჯახსა თუ თვითგანვითარებას.  ალბათ, არ გაგიკვირდებათ ჩემგან იმის მოსმენა, რომ თითოეული ეს სფერო ჩაკეტილი სისტემა კი არ არის, არამედ ისინი  ერთი მეორეზე ახდენენ ზეგავლენას… როგორ მაინტერესებს, ახლა ამ ფრაზის კითხვისას თქვენი ცხოვრების რომელი მომენტი გახსენდებათ? როგორია ის – პოზიტიური და ღიმილისმომგვრელი თუ პირიქით, ტკივილით სავსე და ისეთი, რომ არასასურველ ემოციებს გიღვიძებთ? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჩვენი ცხოვრებაა, ეს ჩვენი გამოცდილებაა და, რაც მთავარია, ამ წარმოდგენაში მთავარ როლს სწორედ ჩვენ ვასრულებთ. როგორიც არ უნდა იყოს წარმოდგენის ჟანრი – კომედია თუ ტრაგედია, ჩვენი როლის კარგად შესრულებისას აპლოდისმენტებს აუცილებლად დავიმსახურებთ!.. მარტო აპლოდისმენტები რომ იყოს, კიდევ არ გავირჯებოდით ასე… ჩემი აზრით, ასეთი მონდომებით იცით რომელი მომენტისთვის ვირჯებით? წარმოდგენის დასრულებისას, ტაშის დაკვრის, მადლობის გადახდისა და ფარდების დაშვების შემდეგ, როდესაც ოთახში მარტო რჩები და სარკეში საკუთარ თავს უყურებს, ნელ-ნელა სასცენო მაკიაჟს იშორებ და უყურებ საკუთარ თვალებს, ტუჩებს, ლოყებს, ხელებს (რასაც ჩვენი შემოქმედებითობის დემონსტირებისთვის ვიყენებთ საკუთარ თავთან) და თუ კმაყოფილი ხარ იღიმი კიდეც, სწორედ ამ მომენტისთვის ვირჯებით…  ამ მომენტში მუცლიდან ყელისკენ დიდი ბურთი იწევა, რომელიც  გვაღიმებს და გვაბედნიერებს…

მოდი, ცოტა ხნით შეწყვიტე კითხვა, სულ რამდენიმე წუთით, გაიხსენე შენი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება! გაიხსენე ეს ემოცია… რა სასიამოვნოა ხომ?!

ახლა გაიხსენე შენი ცხოვრებისეული გამოცდილების ფსკერი – მომენტი, როდესაც ყველაზე ახლოს იყავი მიწასთან (ქვესკნელთან), სიტუაცია, რომელშიც ყველაზე მეტად დაშორდი ზეცას (სამყაროს/ღმერთს) – შეხედე ამ მდგომარეობას უკვე განკურნებულმა, უკვე გამოცდილმა! რა ისწავლე? რა ნაბიჯი გადადგი თვითგანვითარებისკენ? როგორი ადამიანი იყავი მაშინ და როგორი გახდი ახლა? რა არ შეგეძლო მაშინ და შეგიძლია ამ მომენტში? უკვე ისწავლე უარის თქმა, თუ გასავლელი კიდევ ბევრი გაქვს? იმედი მაქვს, ვინც ახლა ამ ტექსტს კითხულობს, თამამად შეუძლია უთხრას „არა!“ ყველაფერს, რაც მის სურვილებს ეწინააღმდეგება…

ვინც არ უნდა იყო, თუ ამას კითხულობ, თუ სათაურმა ასე მიგიზიდა, რომ ცხოვრების რამდენიმე წუთი მის წასაკითხად გამოყავი, სულ რამდენიმე წუთიც დამითმე, განსაკუთრებით იმათმა, ვინც ცხოვრებისეულ გაკვეთილს ამჟამად გადის და ყოველივე ეს ხელს უშლის კარიერული გზის გავლაში. დახუჭე თვალები და ჩათვალე, რომ ეს გზა უკვე დასრულებულია! შენ უკვე გზის დასასრულს უახლოვდები, ვინ ხარ შენ აქ და ახლა?

როგორც უკვე აღვნიშნე, თითოეულ ჩვენგანს აქვს გამოწვევები, ამოცანები, ჩავარდნები, რომელიც აუცილებლად უნდა გადაილახოს იმისათვის, რათა გავიზარდოთ! ბუნებრივია, ჩვენ არ უნდა შევეჯიბროთ და გავზომოთ ვისი ტკივილი უფრო „დიდია“, უფრო „დამანგრეველი“… ყველა ადამიანს თავისი ტვირთი აქვს, რომელიც უნდა მოიხსნას… ტვირთის მოხსნის შემდეგ კი თვითგანვითარება, წარმატება და საკუთარი თავის სიყვარული გარდაუვალია და ეს პროცესი ალბათ ყველაზე მეტად ჩვენს კარიერულ განვითარებაში გამოიხატება.

ზუსტად ერთი წლის წინ ყველაფერს სხვაგვარად ვაფასებდი, განსაკუთრებულად მიყვარდა პასუხისმგებლობის სხვა ადამიანზე „გადაბარება“, რომ გეკითხათ  „არ გამოვიდა?“ გიპასუხებდით – არა, X პიროვნებამ არ გააკეთა, თორემ როგორ არ გამოვიდოდა და ა.შ.

მაგრამ რამდენიმე თვის წინ მიღებულმა იმედგაცრუებამ, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ამაღებინა საკუთარ ცხოვრებაზე! თუ დღეს შენს ცხოვრებაში რაიმე არ მოგწონს, იცი რაც უნდა გააკეთო…

თუ ჯერ კიდევ არ იცი,  გეტყვი, რომ ეს სიტყვის თქმის მომენტია, როდესაც ამბობ – „არა!“-ს.

იმედგაცრუება, რომელიც პირად ცხოვრებაში გაჩნდა და რომელმაც ასე დამაახლოვა ფსკერთან (ქვესკნელთან) გახდა მთავარი საწვავი ჩემი თვითგანვითარების გზაზე, რამაც შემდგომ სწორედ Alterbridge-ში მომიყვანა! რომ არა ეს იმედგაცრუება, არ ვიცი ვიქნებოდი კი დღეს იქ, სადაც ახლა ვარ, თანაც ასეთი ბედნიერი? არ ვიცი…

მეორე იმედგაცრუება, რომელიც არც თუ ისე კონკრეტულია და, ზოგადად, ადამიანებით აღფრთოვანებას უკავშირდება, ერთ-ერთი მნიშნელოვანი მოვლენაა, რომელიც შემემთხვა ამ თვეების განმავლობაში! ეს ის იყო, რამაც ძალიან დიდი შეცდომა დამაშვებინა პროფესიული თვალსაზრისით, ბევრი დრო და რესურსი „დამათმობინა“ უმიზნოდ (ანდა უმჯობესია, თუ ვიტყოდი, რომ არასწორი მიზნებისთვის), მაგრამ ეს იმედგაცრუებაც ჩემთვის ის საწვავი აღმოჩნდა, რომელიც არ მადუნებს! ამ ყოველივეს მივყავარ იმ გზაზე, რასაც კარიერული განვითარების გზა ჰქვია.

ამიტომ, ვინც არ უნდა იყო და კითხულობდე ამას – არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იმედგაცრუებული ხარ ამ მომენტში ან როგორი იყავი გუშინ, ან თუნდაც როგორი იმედგაცრუებაც არ უნდა გქონდეს ხვალ – ეს ის საწვავია, რომელიც შენი განვითარებისთვის უნდა გამოიყენო. ეს შენი თამაში და წარმოდგენაა, აქ შენი წესებით თამაშობენ! რადგან შენ რევოლუციონერი ხარ! რადგან დღეს რევოლუციონერები იმარჯვებენ!

განერიდე იმედგაცრუებას, თუ შესაძლებელია…

მაგრამ თუ მოსახდენია რაიმე, დაე მოხდეს და, რაც მთავარია, გამოიყენე გარდაუვალი იმედგაცრუება შენი მიზნებისთვის!

შენ ეს შეგიძლია, ეს გზა უკვე გაკვალულია – გაიარე ეს ბილიკი განსხვავებულად, მაგრამ გაიარე აუცილებლად!

ავტორი:  ანი ჯეირანაშილი

მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ ალტერბრიჯის სამაგისტრო პროგრამის “სტრატეგიული კომუნიკაცია” სტუდენტი.

  • გააზიარე:
ავტორი ავატარი
ნინო გოგინავა

    წინა სიახლე

    პანელური დისკუსია - თანამედროვე მასწავლებლის გამოწვევები
    ოქტომბერი 11, 2022

    შემდეგი სიახლე

    ინფორმაცია შიდა საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ
    ოქტომბერი 12, 2022

    თქვენთვის საინტერესო

    Screenshot 2025-05-20 at 15.47.48
    ბოლო ზარი — ახლის დასაწყისი!
    20 მაისი, 2025
    DSC01535
    ესეების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვება!
    6 მაისი, 2025
    DSC01456
     ღია კარის დღე ალტერბრიჯში!
    6 მაისი, 2025

    ძებნა

    კატეგორიები

    • Uncategorized
    • უნივერსიტეტი
    • სიახლეები
    • ღონისძიებები
    • ქვიზები
    • სტუდენტური კლუბები
    • ბლოგი
    • ალტერბრიჯელი Alumni



    სახელწოდების არჩევით, უნივერსიტეტი იღებს პასუხისმგებლობას, თავისი საქმიანობით, გახდეს ალტერნატიული დამაკავშირებელი ხიდი მეცნიერებასა და საზოგადოებას, განათლებასა და შრომის ბაზარს შორის და შექმნას ახალი შესაძლებლობები მომავალი თაობების თვითრეალიზაციისათვის ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე.

    სწრაფი ბმულები

    • ჩვენ შესახებ
    • კონტაქტი
    • ალტერგრანტი – სტუდენტების დაფინანსება

    უნივერსიტეტის შესახებ

    • ისტორია
    • რექტორის გზავნილი
    • მისია, ხედვა, ღირებულებები
    • სამართლებრივი აქტები
    • სტრატეგიული განვითარების გეგმა
    • სამწლიანი სამოქმედო გეგმა

    მოგვყევით სოციალურ ქსელებში

    დაფუძნებულია PR აკადემიის მიერვებ-გვერდი დამზადებულია ნუევოს მიერ

    • უნივერსიტეტის შესახებ
      • ისტორია
      • რექტორის გზავნილი
      • მისია, ხედვა, ღირებულებები
      • სტრატეგიული დოკუმენტები
      • წლის ანგარიშები
      • სამართლებრივი აქტები
      • საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები
      • გალერეა
      • ალტერბრიჯელი Alumni
    • უნივერსიტეტის მართვა
      • ორგანიზაციული სქემა
      • რექტორი
      • აკადემიური საბჭო
      • ხარისხის მართვის სამსახური
      • ბიზნეს ადმინისტრირების აკადემიური პერსონალი
      • ბიზნეს ადმინისტრირების მოწვეული პერსონალი
      • მასობრივი კომუნიკაციის აკადემიური პერსონალი
      • მასობრივი კომუნიკაციის მოწვეული პერსონალი
      • ფსიქოლოგია აკადემიური პერსონალი
      • ფსიქოლოგია მოწვეული პერსონალი
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • მობილობა ალტერბრიჯში
      • გაცვლითი პროგრამები
      • საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი
      • სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურები
      • ონლაინ კურსები
      • ტრენინგ ცენტრი
    • აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტებისთვის
      • პროფორიენტაცია
      • სამაგისტრო კონსპექტები ალტერბრიჯისგან
      • მოემზადე ეროვნული გამოცდებისთვის
      • ალტერგრანტი
      • რა უნდა ვიცოდეთ ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ
      • რატომ უნდა გახდე „ალტერბრიჯის“ სტუდენტი?!
      • დეკანის მიმართვა
      • საუნივერსიტეტო სტიპენდიები და შეღავათები
      • სტუდენტური დასაქმება
    • სტუდენტური ცხოვრება
      • ალტერბრიჯის სტუდენტური კლუბები
      • აკადემიური კალენდარი
      • სტუდენტური თვითმმართველობა/ბრიჯული სისტემა
      • ბიბლიოთეკა
      • სტუდენტური აქტივობა
      • სტაჟირების წესი
      • კარიერული განვითარება
      • ალტერბლოგი
      • ალტერ ფოტო
    • კვლევითი ცენტრი
      • დოკუმენტები
      • სამეცნიერო კონფერენცია
      • ჟურნალი
      • მიმდინარე პროექტები
      • დასრულებული პროექტები
    • იმიტირებული გამოცდები
      • იმიტირებული გამოცდების შედეგები