უნივერსიტეტ ალტერბრიჯში გაიმართა “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” წლევანდელი პირველი კონფერენციის პანელური დისკუსია: “მგრადი განვითარება და ევროინტეგრაცია”
უნივერსიტეტ ალტერბრიჯში გაიმართა “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” წლევანდელი პირველი კონფერენციის პანელური დისკუსია:
“მგრადი განვითარება და ევროინტეგრაცია”
მომხსენებლებმა ისაუბრეს გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 და მე-17 მიზნის გარშემო – “ხარისხიანი განათლება” და “პარტნიორობა მიზნის მისაღწევად”.
დისკუსია გახსნა მაკო ჯაოშვილმა, ალტერბრიჯის ვიცე რექტორმა, უმაღლესი აკადემიური პროგრამების ავტორმა ხელმძღვანელმა.
სიტყვით გამოვიდნენ:
ნინო გოგოხია – საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში 2021-2022 წლებში, საჯარო მმართველობის მაგისტრი
ნათია გიორგაძე – ალტერბრიჯის მოწვეული ლექტორი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი
ანა ტყემალაძე – ალტერბრიჯის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ასისტენტი, ახალგაზრდული გაცვლითი პროექტების კოორდინატორი
ნინო რუხაია -ალტერბრიჯის მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
სალომე ლელაძე – ალტერბრიჯის მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი
თამთა ბარბაქაძე – ალტერბრიჯის სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი
ღონისძიების ფარგლებში, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები – საქართველო“-ს დირექტორმა ნინო ჩხობაძემ და უნივერსიტეტ ალტერბრიჯის რექტორმა ნათია გოცაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს და გამოხატეს მზაობა მუდმივმოქმედი ახალგაზრდული ფორუმის პერსპექტიული განვითარებისთვის.