ალტერბრიჯის პარტნიორებს AIESEC in GEORGIA შემოურთდა
2020 წლის 10 ნოემბერს, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯსა“ და AIESEC in Georgia -ს (აისეკ-საქართველოს) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში თანამშომლობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საერთო მიზნობრივი პროექტების დაგეგმვა-რეალიზება, ალტერბრიჯის სტუდენტებისათვის აისეკის მოხალისეობრივი და პროფესიული გაცვლით პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. აგრეთვე, ერთობლივი დისკუსიების, ლექციების, ფორუმების და სხვა საინტერესო აქტივობების განხორციელება.
მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის შემუშავება უკვე დაიწყეს. ამ ეტაპზე შეთანხმდნენ მომდევნო თვეში „აისეკ საქართველოს“ მიერ ონლაინ ფორმატში ორგანიზებულ „ახალგაზრდულ სამეწარმეო სამიტის“ მხარდაჭერასა და „ალტერბრიჯის“ წარმომადგენელთა მონაწილეობაზე.