შეფასების სისტემა

ნაშრომის შეფასების სისტემა

შემოსული სტატია სარეცენზიოდ გადაეცემა ანონიმურ ექსპერტს.

რეცენზია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ავტორისათვის (ანონიმური სახით).

შემოსული მასალების განხილვის შემდეგ, დამატებითი მითითებებისათვის, რედაქცია დაუკავშირდება დასაბეჭდად შერჩეულ ნაშრომთა ავტორებს.

რეცენზირების შეფასების კრიტერიუმები

  1. თემის აქტუალობა/სიახლე – მოწმდება საკვლევი თემის აქტუალობა (25 ქულა).
  2. კვლევის დასაბუთება – მოწმდება არგუმენტების სანდოობა, თანმიმდევრულობა და ლოგიკურობა, სამეცნიერო ლიტერატურის შესაბამისობა საკვლევ თემასთან (20 ქულა).
  3. მონაცემთა სანდოობა და ვალიდურობა – მოწმდება მონაცემთა დამოწმების სანდოობა და ვალიდურობა (15 ქულა).
  4. სამეცნიერო ნაშრომის ტექნიკური მხარე – მოწმდება ნაშრომის გაფორმების,

ციტირების წესის დაცვა, წერის სტილი და ნაშრომის სტრუქტურა (15 ქულა).

  1. კვლევის შედეგები – მოწმდება თუ რამდენად პასუხობს კვლევა დარგის სპეციფიკას და თანამედროვე სამეცნიერო გამოწვევებს (25 ქულა).

სტატია შეფასდება 100-ქულიანი სისტემით. ჟურნალში სტატია  დაიბეჭდება  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეცენზენტი  ნაშრომს შეაფასეს დადებითად (დადებით შეფასებად ითვლება 51 ქულა).

შენიშვნა: უნივერსიტეტში წარმოდგენილი უნდა იქნას სტატიის როგორც ქაღალდზე ნაბეჭდი და ავტორის მიერ ხელმოწერილი, ასევე ელექტრონული ვერსია (მისამართი: თბილისი, ბაგები, წყნეთის გზატკეცილი 67, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“, კვლევითი საქმიანობის ცენტრი),

ელექტრონული მისამართი: n.khidisheli@alterbridge.edu.ge; s.vasadze@alterbridge.edu.ge.