ფრედრიკ გერტენი სტუმრად “CrossTalk”-ში
მალმოში მცხოვრები შვედი კინოდოკუმენტალისტი და პროდიუსერი ფრედრიკ გერტენი რუბრიკა “CrossTalk”-ის სტუმარი იყო, მან ექსკლუზიურად ალტერბრიჯისთვის ისაუბრა მისი ერთ-ერთი ბოლო ფილმის The Push – ის შესახებ, რომელიც ეხება საცხოვრისის პრობლემებს და უძრავი ქონების ფინანსიალიზაციას. ფრედრიკ გერტენს 2017 წელს მიენიჭა მალმოს უნივერსიტეტის ხელოვნების და კულტურის დეპარტამენტის საპატიო დოქტორის წოდება, იგი არის არა ერთი ფესტივალის ლაურეატი. შეხვედრის მოდერატორი: გიორგი ჭანტურია – ალტერბრიჯის ასოცირებული პროფესორი.