ფოტოგრაფის, ალჟბეტა იუნგროვას ფოტო-გამოფენა ალტერბრიჯში
ფოტოგრაფის, ალჟბეტა იუნგროვას ფოტო-გამოფენა ალტერბრიჯში!
27 თებერვალს, ალტერბრიჯისა და ჩეხეთის ცენტრი თბილისის ორგანიზებით, ჩატარდა ალჟბეტა იუნგროვას, ჩეხი ფოტოგრაფის ფოტოების გამოფენა
ღონისძიება გახსნა ჩეხეთის ელჩმა, პეტრ კუბერნატმა. ასევე, გამოფენას ესწრებოდა ჩეხეთის ცენტრი თბილისის დირექტორი, ივანა ბურსიკოვა.
შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, სტუდენტები და ღონისძიების სტუმრები გაეცნენ ალჟბეტას ნამუშევრებს, გარდა ამისა, მსმენელებმა დაუსვეს საინტერესო კითხვები ჩეხეთის ელჩს ჩეხურ კულტურასთან და ჩეხეთში განათლების მიღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.