უნივერსიტეტ ალტერბრიჯის გუნდი გაეროს გლობალური შეთანხმების „მდგრადი განვითარების მიზნების ინოვაციის აქსელერაციის პროგრამაში“ ჩაერთო
უნივერსიტეტ ალტერბრიჯის გუნდი გაეროს გლობალური შეთანხმების „მდგრადი განვითარების მიზნების ინოვაციის აქსელერაციის პროგრამაში“ ჩაერთო, რომელიც ახალგაზრდა ინოვატორებისთვისაა შექმნილი.
#SDGInnovation აქსელერატორის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდა პროფესიონალებს ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტიანად დანერგვაში.
პროგრამის ფარგლებში გამართულ, პირველ შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემაც გამოწვევების ინდენტიფიცირება იყო, პროგრამის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს და განიხილეს არსებული გამოწვევები.
SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა გაეროს გლობალური შეთანხმების მხარდაჭერით ხორციელდება პროექტის – ,,ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.
ქართული
English
