სტუდენტური კონფერენცია – „მულტიდისციპლინარული ხედვები: კომუნიკაცია, ფსიქოლოგია და მენეჯმენტი კრიზისების დროს“
სტუდენტური კონფერენცია – „მულტიდისციპლინარული ხედვები: კომუნიკაცია, ფსიქოლოგია და მენეჯმენტი კრიზისების დროს“
უნივერსიტეტი ალტერბრიჯი გიწვევთ სტუდენტურ კონფერენციაზე!
თარიღი: 4 აპრილი 2025
ადგილი: უნივერსიტეტი ალტერბრიჯი
კონფერენციის თემატიკა:
- კომუნიკაცია, მედია და საზოგადოება
- კომუნიკაციის როლი პოლიტიკური კრიზისების დროს
- სოციალური მედიის როლი კრიზისულ სიტუაციებში
- მედიაწიგნიერების ფსიქოლოგიური ასპექტები (მედია მანიპულაციები, ყალბი ინფორმაცია, პროპაგანდა, სიძულვილის ენა და კიბერბულინგი)
- ახალგაზრდობის აქტიურობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში
- ფსიქოლოგია, ტექნოლოგიები და კეთილდღეობა
- სტრესი და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა
- ხელოვნური ინტელექტი და ფსიქოლოგია
- ლიდერობა, მენეჯმენტი და ორგანიზაციული განვითარება
- ლიდერული სტილების გავლენა თანამშრომელთა მოტივაციასა და პროდუქტიულობაზე
ტრანსფორმაციული ლიდერობა - ინოვაციები და ცვლილებების მართვა ორგანიზაციაში
- ლინ და ეჯაილ ტრანსფორმაციის როლი
- დისტანციური მენეჯმენტის გამოწვევები და უპირატესობები
- მდგრადი განვითარება და ეკონომიკა
- მწვანე მენეჯმენტი და ცირკულარული ეკონომიკის როლი ქვეყნის განვითარებაში
მონაწილეობის პირობები:
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს. კონფერენციაზე გამოსვლის მსურველებმა უნდა მოამზადონ საკონფერენციო თეზისი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს აკადემიური ნაშრომის სტანდარტებს.
📑 თეზისის ფორმატი:
- სათაური
- ავტორი(ებ)ის ინფორმაცია (სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, აკადემიური პროგრამა, ელფოსტა, ხელმძღვანელის ვინაობა)
- მოკლე ანოტაცია/აბსტრაქტი (250-300 სიტყვა, ქართულად და ინგლისურად)
- საკვანძო სიტყვები (ქართულად და ინგლისურად)
- შესავალი (პრობლემის აქტუალობა, საკვლევი საკითხები)
- კვლევის მეთოდოლოგია
- მიგნებები და შედეგები
- დასკვნა და რეკომენდაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- გამოყენებული ლიტერატურა
- მოცულობა: საშუალოდ 5-6 გვერდი
სამეცნიერო ნაშრომის გაფორმების წესები დეტალურად იხილეთ ბმულზე: https://journal.alterbridge.edu.ge/index.php/tcms/authors
📌 მნიშვნელოვანი ვადები:
📍 20 მარტი – აბსტრაქტების (ანოტაციების) გაგზავნის ბოლო ვადა
📧 საკონფერენციო თეზისების აბსტრაქტები 20 მარტამდე გამოგზავნეთ მეილზე – a.tsiklauri@alterbridge.edu.ge
საკონფერენციო თეზისები კრებულის სახით გამოქვეყნდება ალტერბრიჯის ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალში.
ქართული
English
