სტუდენტური კონფერენცია – ევროპული მომავალი, როგორც განვითარების ახალი შესაძლებლობა
მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი მიმდინარე წლის 17 ივნისს, 15:00 – 19:00, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილი „ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში“ ატარებს სტუდენტურ კონფერენციას თემაზე – ევროპული მომავალი, როგორც განვითარების ახალი შესაძლებლობა.
სტუდენტური კონფერენციის მიზანია სამეცნიერო-კვლევით პროცესებში სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების ჩართულობის ხელშეწყობა, ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ კვლევაზე დაფუძნებული მიგნებების გაზიარება.
კონფერენციის გამომსვლელები წარადგენენ მოხსენებებს შემდეგ მიმართულებებზე:
· თანამედროვე სამყაროს გამოწვევები – დეზინფორმაცია, ყალბი სიახლეები და კონსპირაციული თეორიები.
· ევროკავშირთან ურთიერთობის მიზნები, გამოწვევები და პერსპექტივები
· სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა უკეთესი მომავლისთვის
· სოციალური მედიის როლი კრიზისული კომუნიკაციის მართვაში
დღის წესრიგი
15:15 – 15:30 – კონფერენციის გახსნა, ოფიციალური მისალმება – მაკო ჯაოშვილი, ალტერბრიჯის პროფესორი, კვლევით-შემოქმედებითი ცენტრის ხელმძღვანელი
15:30 – 16:00 მოწვეული სტუმარი, გამხსნელი მოხსენება და დისკუსია – ანდრეას ონნერფორს, ლინეას უნივერსიტეტის პროფესორი, პროექტ-მენეჯერი Fojo Media ინსტიტუტში.
16:00 – 16:15 – გივიკო კახეთელიძე
16:15 – 16:30 – ლიზი ბერიძე
16:30 – 16:45 – ირაკლი ბახტაძე
16:45 – 17:00 – ანი მაისურაძე
17:00 -17:15 – ელენე ხიჯაკაძე, მარიამ ფიფია
17:15 – 17:30 – თაკო ადეიშვილი
17:30 – 17:45 – ანი ვასაძე
17:45 – 18:00 – მარიამ დურგლიშვილი
18:00 – 18:15 – ნინო რუხაია
18:15 – 18:30 – ქეთი ლომსაძე
18:30 – 19:00 – კონფერენციის შეჯამება, დახურვა