სტიპენდიები და შეღავათები

სტიპენდია ენიშნება სასწავლო უნივერსიტეტის სკოლის საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტ (ებ)ს, სემესტრულად (6 თვის განმავლობაში), პროგრამაზე სწავლის მესამე სემესტრიდან. სტიპენდიების დანიშვნის მთავარი კრიტერიუმია სტუდენტის რეიტინგი (სემესტრული მაღალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი). სტიპენდიის დანიშვნის საფუძველია, სტუდენტის მიერ სემესტრში არანაკლებ 30 კრედიტის დაგროვება და „A” (91 – 100 ქულა) შეფასება ყველა სასწავლო კომპონენტში. სტუდენტის მაღალი აკადემიური მოსწრების
დადგენა და სტიპენდიის გაცემა სასწავლო უნივერსიტეტში იწარმოებს სტუდენტთა შეფასების საშუალო მაჩვენებლის (GPA) დაანგარიშების საფუძველზე. სტიპენდიის დანიშვნა ხორციელდება პროგრამაზე სწავლის მესამე და ყოველი მომდევნო სემესტრის საგამოცდო სესიის შედეგების საფუძველზე. სტუდენტთა აკადემიური
მაჩვენებლის შემოწმების შემდეგ შეირჩევა საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტი (რომელთაც აქვს ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი) და მათ მონაცემები წარედგინება რექტორს. რექტორი გამოსცემს ბრძანებას ამ სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება რამდენიმე თანაბარქულიანი სტუდენტი, მაშინ უპირატესობა მიენიჭება იმ სტუდენტს, რომელიც სასწავლო უნივერსიტეტის სახელით აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებში (საერთაშორისო, რესპუბლიკურ და შიდა კონფერენციებში; სპორტულ ან სახელოვნებო კონკურსებში). ასევე, შესაძლებელია
გათვალისწინებულ იქნას სტუდენტის სოციალური მდგომარეობა (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  სტუდენტი, ობოლი სტუდენტი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტი და სხვ.). რექტორის გადაწყვეტილებით, სტიპენდიის მიღების უფლება აქვს პირველკურსელ სტუდენტს, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით მოიპოვა 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი და ამავდროულად, რეგისტრაციისას, პირველი პრიორიტეტი მიანიჭა სასწავლო უნივერსიტეტის სკოლას/პროგრამას. ასეთი სტუდენტებისათვის სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ნორმატიული აქტით. ამასთან, პირველკურსელი სტუდენტი კარგავს სტიპენდიის მიღების უფლებას, თუ მისი სწავლის პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი სტიპენდია სტუდენტს უწყდება პირადი განცხადებით, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც მას შეუჩერდება ან შეუწყდება სტუდენტის სტატუსი, ასევე მისი აკადემიური მოსწრების

მაჩვენებელი 91-ზე ნაკლებია.