საერთაშორისო სტუდენტების მიღება

მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტში ,,ალტერბრიჯი“ საერთაშორისო სტუდენტების მიღება საბაკალავრო და სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამებზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ეკვივალენტური განათლება თავისუფლდებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისგან.

მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტში ,,ალტერბრიჯი“ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ენის კომპეტენციის დადგენის მიზნით გადიან გასაუბრებას კონკრეტული პროგრამის მოთხოვნათა შესაბამისად; დაშვების წინაპირობებად შესაძლოა განისაზღვროს ენის კომპეტენციის დამდგენი დოკუმენტის აღიარების აუცილებლობა, ხოლო სამაგისტრო პროგრამაზე დამატებით სავალდებულოა სასპეციალიზაციო გამოცდის ჩაბარება.

საერთაშორისო სტუდენტების მიღება

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • აპლიკაციის ფორმა
  • აპლიკანტის ამჟამინდელი ან ბოლოდროინდელი აკადემიური ჩანაწერის ასლები და მისი დანართი (ნიშნების ოფიციალური ჩანაწერი)
  • პასპორტის ასლი

საბუთები აპლიკანტმა უნდა გააგზავნოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@alterbridge.edu.ge რის შემდეგაც სამსახური მიღებულ საბუთებს აგზავნის ალტერბრიჯის საქმის წარმოების და რეესტრის სამსახურში და ხდება განაცხადის დარეგისტირება.

განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ აპლიკანტს ჩაუტარდება ონლაინ გასაუბრება რომლსაც ატარებს უცხოენოვანი პროგრამის შესაბამისი ენის სპეციალისტი ფაკულტეტის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელთან ერთად.

ინტერვიუს წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები იგზავნება ალტერბრიჯის საქმის წარმოების და რეესტრის სამსახურში პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ თანხმობის წერილის მისაღებად. კანდიდატის ინფორმირებას მისი აპლიკაციის წარმატების/წარუმატებლობის შესახებ ახორციელებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური ელ. ფოსტის საშუალებით.

აღსანიშნავია რომ ალტერბრიჯში ჩარიცხვის თანხმობის წერილის მიღება არ ნიშნავს გარანტირებულ ადგილს პროგრამაში. ამისათვის საჭიროა მოხდეს აპლიკანტის დოკუმენტების გადამოწმება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და აპლიკანტმა გადაიხადოს სწავლის საფასური. ამის შემდეგ ალტერბრიჯის მომავალ სტუდენტს გაუგზავნის ჩარიცხვის დამადასტურებელ წერილს.

სწავლის მსურველმა, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში დოკუმენტაციის წარდგენამდე, უნდა მოახდინოს უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (www.eqe.ge ელ-ფოსტა: info@nea.ge).

ყველა დოკუმენტი უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე და დადასტურდეს ნოტარიულად. არასრული დოკუმენტაციის შემთხვევაში საბუთები არ მიიღება განსახილველად.

ვიზა და ბინადრობის ნებართვა

საქართველოში ჩამოსვლამდე აუცილებელია სტუდენტმა მიიღოს D3 კატეგორიის ვიზა, რისთვისაც საჭიროა მიმართოს მისი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს დიპლომატიურ ან საკონსულო დაწესებულებას.

96 ქვეყნის მოქალაქეები უფლებამოსილნი არიან ეწვიონ საქართველოს 1 წლიანი ვადით. (ევროკავშირის წევრი, არაბეთის გაერთიანეული საამიროები, საუდის არაბეთი, ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოები) დამატებითი ინფორმაციისათვის ვიზის მიღებასთან დაკავშირებით გთხოვთ ეწვიოთ:

https://www.geoconsul.gov.ge/ka