რა უნდა ვიცოდეთ ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების შესახებ

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების  საბაკალავრო პროგრამებზე რეგისტრაციის პირველი ეტაპი – 2 მარტიდან – 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. 
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების სამაგისტრო  პროგრამებზე რეგისტრაციის პირველ ეტაპი – 9 მარტიდან – 26 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

 

საბაკალავრო პროგრამა:

1.რეგისტრაციის I-ეტაპზე თქვენ ვალდებული ხართ მიუთითოთ მხოლოდ შემდეგი მონაცემები:

  • შეავსოთ პირადი მონაცემები;
  • აირჩიოთ საგამოცდო ქალაქი;
  •  მონიშნოთ ჩასაბარებელი საგნები;
  • საჭიროების შემთხვევაში მონიშნოთ სპეცპირობა.

2. რეგისტრაციის II-ეტაპი – თქვენ შეგიძლიათ საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა 7 მაისის 18:00 საათამდე.

3. რეგისტრაციის III-ეტაპი – პროგრამის არჩევა, შეცვლა, ჩანაცვლება და თანმიმდევრობის ცვლილება შესაძლებელია 2 მარტიდან საგამოცდო შედეგების გასაჩივრების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით.

ამ ბმულზე თქვენ ნახავთ 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის მოკლე ინსტრუქციას: https://bit.ly/2UgIYA3 ; https://bit.ly/2TMAzF9

 

სამაგისტრო პროგრამა: 

1.რეგისტრაციის გავლა ხორციელდება მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე  online.naec.ge. 

2.რეგისტრაციის დროს არ ხდება უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროგრამის მითითება, აპლიკანტი უნდა დაუკავშირდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და გაარკვიოს ინფორმაცია უნივერსიტეტის შიდა მისაღები გამოცდების შესახებ.

ამ ბმულზე თქვენ ნახავთ 2020 წლის საერთო სამაგისტრო  გამოცდებზე რეგისტრაციის მოკლე ინსტრუქციას: https://bit.ly/39ZGrkp  ; https://bit.ly/2QcGNfv