ჟურნალის კონცეფცია

“თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები” მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის “ალტერბრიჯის” ბაზაზე შექმნილი სამეცნიერო რეცენზირებადი ელექტრონული ჟურნალია.

„თანამედროვე მეცნიერების გამოწვევების“ მთავარი პრიორიტეტია, მისცეს მკვლევრებს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს საშუალება წარადგინონ თავიანთი ნაშრომები ფართო აუდიტორიის წინაშე.

„თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები“ იღებს ნაშრომებს, როგორც საქართველოდან, ასევე – უცხოეთიდან. ეს ხელს უწყობს მკვლევრების, სტუდენტების სამეცნიერო პოტენციალის ინტერნაციონალიზაციას და ურთიერთთანამშრომლობის პოლიტიკას.

ელექტრონული ჟურნალის სარედაქციო კოლეგია  შემოსული სტატიების განხილვისას დიდ ყურადღებას უთმობს არა მხოლოდ ნაშრომის აქტუალობას, კვლევით ხასიათსა თუ ღირებულებას, არამედ ტექნიკურ მხარესაც (გაფორმებას, ციტირებულ ნაშრომებს, გრამატიკულ სისწორეს).