„მულტიდისციპლინარული ხედვები: კომუნიკაცია, ფსიქოლოგია და მენეჯმენტი კრიზისების დროს“
4 აპრილს, ალტერბრიჯის უნივერსიტეტში წარმატებით გაიმართა სტუდენტური კონფერენცია თემაზე:
„მულტიდისციპლინარული ხედვები: კომუნიკაცია, ფსიქოლოგია და მენეჯმენტი კრიზისების დროს“
კონფერენცია სიტყვით გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა ნათია გოცაძემ. მან წარადგინა კვლევა, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე არსებულ ტენდენციებს, მომავლის პროფესიების ტრანსფორმაციასა და პროფესიული უნარების განახლებად საჭიროებას ხელოვნური ინტელექტის სწრაფად მზარდი გავლენის პირობებში.
ღონისძიება ორგანიზებული იყო უნივერსიტეტის კვლევითი სამსახურის ხელმძღვანელის, ანა წიკლაურის მიერ.
შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების სამეცნიერო ინტერესის ხელშეწყობა, მულტიდისციპლინარული მიდგომების წახალისება და სტუდენტური კვლევების პოპულარიზაცია.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც ალტერბრიჯის, ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომლებმაც აკადემიური სტანდარტების შესაბამისი თეზისები წარმოაჩინეს.
შეხვედრა სამ პარალელურ პანელად ჩატარდა. თითოეული მათგანი კონკრეტულ მიმართულებას დაეთმო და მას მოდერაცია გაუწიეს ალტერბრიჯის აკადემიური პროგრამების ხელმძღვანელებმა — ანი გვეტაძემ, მაკო ჯაოშვილმა და გიორგი კეპულაძემ.
კონფერენცია გახდა პლატფორმა, სადაც ახალგაზრდებმა მნიშვნელოვანი და ღრმა ხედვები გაუზიარეს სტუმრებს, წარმოჩინეს კრიტიკული აზროვნება და სფეროთაშორისი ანალიზის უნარი. წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა როგორც თემატური მრავალფეროვნებით, ისე თანამედროვე სამეცნიერო მიდგომების გამოყენებით.
მადლობა თითოეულ გამომსვლელს, მონაწილესა და ორგანიზატორს საინტერესო დღისთვის!
ქართული
English










