სამეცნიერო კონფერენცია – მდგრადი განვითარება: ტრანსფორმაციული განათლება და ინოვაცია
უნივერსიტეტი ალტერბრიჯი 2025 წლის 16 დეკემბერს გიწვევთ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
მიზანი
სამეცნიერო კონფერენციის მთავარი მიზანია განათლების, საზოგადოებისა და მეცნიერების შრომის ბაზრის მჭიდრო კავშირზე დამყარებული კვლევების წახალისებით ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შერწყმა. ეს მიდგომა ეხმიანება უნივერსიტეტის გრძელვადიან ხედვას და ხაზს უსვამს ალტერბრიჯის პოზიციონირებას, როგორც „ხიდს“ განათლებას, დასაქმებასა და პიროვნულ განვითარებას შორის. კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს კომუნიკაციის, ფსიქოლოგიისა და მენეჯმენტის სფეროების წარმომადგენლებს, რომ ერთმანეთს გაუზიარონ აკადემიური ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება
ძირითადი თემები
1. კომუნიკაცია, ხელოვნური ინტელექტი და საზოგადოება
2. ფსიქოლოგია, ტექნოლოგიები და კეთილდღეობა
3. ლიდერობა, მენეჯმენტი და ორგანიზაციული განვითარება
4. მდგრადი განვითარება და ეკონომიკა
5. განათლება, შრომის ბაზარი და ტრანსფორმაციული უნარები
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებს, დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს.
ნაშრომები უნდა შეესაბამებოდეს სამეცნიერო კვლევის სტანდარტებს. იხილეთ მოთხოვნები: https://shorturl.at/6jS6X
მოთხოვნები:
ენა: ქართული ან ინგლისური (აბსტრაქტი და საკვანძო სიტყვები — ორივე ენაზე);
აბსტრაქტი: 250–300 სიტყვა, 5–7 საკვანძო სიტყვა;
სრული თეზისის სტრუქტურა: შესავალი; თეორიული ჩარჩო/ლიტერატურის მიმოხილვა; მეთოდოლოგია; მიგნებები/შედეგები; განხილვა; დასკვნა/რეკომენდაციები; გამოყენებული ლიტერატურა;
ყველა ნაშრომი გაივლის პლაგიატის შემოწმებას.
საკონფერენციოდ შერჩეული ნაშრომები დაიბეჭდება ალტერბრიჯის ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალში „თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები“ (ონლაინ, ღია წვდომა).
ძირითადი ინფორმაცია
- თარიღი: 16 დეკემბერი, 2025
- ადგილმდებარეობა: უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“, თბილისი
- მონაწილეობაუფასოა
თეზისების გაგზავნის ბოლო ვადა: 2025 წლის 1 დეკემბერი
საკონტაქტო ელფოსტა: research.center@alterbridge.edu.ge
ქართული
English
