კონკურსი „მასწავლებელი, როგორც ხიდი უკეთესი მომავლისთვის“ წარმატებით დასრულდა! #ალტერბრიჯიმასწავლებლებისთვის
კონკურსი „მასწავლებელი, როგორც ხიდი უკეთესი მომავლისთვის“ წარმატებით დასრულდა
2025 წლის 28 მარტს, ალტერბრიჯში წარმატებით ჩატარდ კონკურსის „მასწავლებელი, როგორც ხიდი უკეთესი მომავლისთვის“ დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიების მიზანი იყო მასწავლებელთა შრომისა და ინოვაციური მიდგომების დაფასება, მათი გამოცდილებების ფართო საზოგადოებისთვის გაზიარება და მომავალი თაობის განათლების მნიშვნელობის ხაზგასმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კონკურსის ჟიურის წევრები:
-
პაატა პაპავა – აზროვნების აკადემიის სკოლის აკადემიური დირექტორი
-
ნათია გოცაძე – უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ რექტორი, კომუნიკაციის ექსპერტი
-
მაკო ჯაოშვილი – სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, კომუნიკაციის ექსპერტი
ცერემონიაზე გამოვლინდა სამი გამარჯვებული ავტორი, რომლებიც საკუთარი ისტორიებითა და გამოცდილებით განსაკუთრებულად გამოირჩეოდნენ.
დაჯილდოების პარალელურად გაიმართა ტრენინგი მასწავლებლებისთვის, რომელიც ორიენტირებული იყო პროფესიული უნარების განვითარებაზე, კრიტიკული აზროვნებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკის გაღრმავებაზე. ღონისძიების დასრულებისას მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
უნივერსიტეტი ალტერბრიჯი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს კონკურსში ჩართულობისთვის, მოტივაციისა და შთაგონების გაზიარებისთვის, რაც ყოველდღიურად ქმნის უკეთეს საგანმანათლებლო გარემოს მომავალი თაობისთვის.
ქართული
English
