ვაკანსია გაყიდვების დეპარტამენტში
ალტერბრიჯი აცხადებს ვაკანსიას სტუდენტებისთვის Junior sales manager-ის პოზიციაზე!
შემოუერთდი ალტერბრიჯის გაყიდვების გუნდს!
თუ ხარ აქტიური, კომუნიკაბელური შედეგზე ორიენტირებული #ალტერბრიჯელი ეს შესაძლებლობა სწორედ შენთვისაა.
შეგიძლია, სწავლასთან შეთავსებით მიიღო პრაქტიკული გამოცდილება კომუნიკაციისა და გაყიდვების სფეროში, ჩაერთო რეალურ სამუშაო პროცესში.
ჩვენ გთავაზობთ:
• მოქნილ სამუშაო გრაფიკს, რომელიც მარტივად ერგება სასწავლო პროცესს
• რეალურ სამუშაო გამოცდილებას კომუნიკაციის, გაყიდვებისა და მენეჯმენტის მიმართულებით
• მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს
მოთხოვნები
• განვითარებული კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი
• პრეზენტაბელურობა
• პასუხისმგებლიანობა
• პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
შენი ძირითადი მოვალეობები
• ლიდებთან სატელეფონო კომუნიკაცია
• უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე სრული და გასაგები ინფორმაციის მიწოდება
• მონაცემების სწორად დამუშავება და შეყვანა Excel-ში
• ყოველდღიური სამუშაო გეგმის შესრულება სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (Part-time)
შერჩევის პროცესი მოიცავს ორ ეტაპს:
I ეტაპი : გამოაგზავნე რეზიუმე (CV)
II ეტაპი – გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ინდივიდუალური გასაუბრება, რომლის ფარგლებში კანდიდატს დაევალება:
• 5–7 წუთიანი პრეზენტაცია ალტერბრიჯის 4 პროგრამიდან ერთ-ერთზე (სურვილის მიხედვით)
გთხოვთ, თქვენი CV გადმოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: l.dabrundasvili@alterbridge.edu.ge
გისურვებთ წარმატებებს!![]()
ქართული
English
