ალტერბრიჯის მასტერკლასი: ,,როგორ ჩავერთოთ ERASMUS+ საერთაშორისო პროგრამებში სრული დაფინანსებით“
2022 წლის 4 ნოემბერს უნივერსიტეტ ალტერბრიჯის ორგანიზებით ჩატარდა ONLINE მასტერკლასი:
,,როგორ ჩავერთოთ ERASMUS+ საერთაშორისო პროგრამებში სრული დაფინანსებით“
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია #Erasmus+ მოკლევადიანი საერთაშორისო გაცვლითი პროექტებში ჩართულობის შესახებ.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო:
- სტუდენტებს, მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს გაუადვილდეთ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ, ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებზე წვდომა;
- სტუდენტებს მიეღოთ ინფორმაცია Erasmus+ მოკლევადიან და გრძელვადიან ახალგაზრდულ / სასწავლო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესახებ;
- ინფორმაციის მიღება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების შესახებ;
- მონაწილეებს მიეღოთ ინფორმაცია, როგორ მოიძიონ სრულად დაფინანსებული პროექტები.
ღონისძიების მოდერატორები იყვნენ:
გიორგი აგირბაია – ალტერბრიჯის ინტერნაციონალიზაციის განვითარების მენეჯერი, მრავალი Erasmus+ ახალგაზრდული და სასწავლო პროექტების ბენეფიციარი, და სერტიფიცირებული ტრენერი, საჯარო მმართველობის დოქტორი, ერასმუს+ პროექტებზე მუშაობის 9 წლიანი გამოცდილებით, ჩატარებული აქვს ტრენინგები 8 ქვეყანაში სხვადასხვა თემებზე ერასმუს+ პროექტების ფარგლებში.
თამთა ჰაგერ – აფილირებული ასისტენტ – პროფესორი და სოციალური მეცნიერებების დოქტორი მასობრივ კომუნიკაციაში, 11 წლიანი გამოცდილება მასკომუნიკაციის სფეროში, მედიაწიგნიერების, კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაციისა და დროის მენეჯმენტის მიმართულებით ჩატარებული აქვს 300-ზე მეტი ტრენინგი საქართველოსა და ევროპაში. თამთა ალტერბრიჯში უძღვება ,,ციფრული მედიაწიგნიერების’’ სასწავლო კურსს და აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროექტებში.
შეხვედრის ფარგლებში, სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში ჩართულმა ახალგაზრდებმა და ალტერბრიჯის სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს Erasmus+ პროექტებში მიღებული გამოცდილება და ინფორმაცია!